ახალციხეში ავარიას შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ახალციხეში ავარიას შსს-ს თანამშრომელი ემსხვერპლა

ახალციხეში, სოფელ წნისში ავტოსაგზაო შემთხვევას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" უწყებაში განუცხადეს, მანქანა ბორდიურს შეეჯახა. მომხდარზე გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა და ავარიაში პირადი მანქანით მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"