მამაკაცთან, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში რამდენჯერმე გაისროლა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

მამაკაცთან, რომელმაც ნასვამ მდგომარეობაში რამდენჯერმე გაისროლა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, მამაკაცთან, რომელიც ვარკეთილში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან ცეცხლსასროლი იარაღიდან უმისამართოდ ისროდა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ამ ეტაპისათვის პიროვნება არის შეიარაღებული, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში, არის ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც რამდენიმე გასროლა მოახდინა უმისამართოდ. სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლები ადგილზე მობილიზებული არიან, მოსახლეობის უფართხოება დაცულია. ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - განაცხადა სირაძემ.

იხილეთ ვიდეო