საცხოვრებელ სახლში, სადაც მამაკაცი ისროდა, მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა - რა ხდება ვარკეთილში? - კვირის პალიტრა

საცხოვრებელ სახლში, სადაც მამაკაცი ისროდა, მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა - რა ხდება ვარკეთილში?

ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მამაკაცის ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

საპატრულო პოლიციის უფროსის, ვაჟა სირაძის განცხადებით, ვარკეთილში, საცხოვრებელ სახლში ჩაკეტილი მამაკაცის ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. ვაჟა სირაძის განმარტებითვე, მამაკაცს არავის მისამართით არ უსვრია და მასთან ამ წუთებში მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"დაშავებული არავინ არის და კონკრეტულად არავის მიმართ არ განუხორციელებია გასროლა. ოჯახის წევრები, შვილები, მეუღლე უსაფრთხოდ არიან. მამაკაცი მარტოა ჩაკეტილი საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე, საიდანაც ახორციელებს გასროლას. ამ ეტაპისათვის ამ ადამიანთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, როგორც პირადად, ასევე სატელეკომუნიკაციო საშუალებებით", - აცხადებს სირაძე.

იხილეთ ვიდეო