"დამირეკა და მითხრა, უნდა მომკლანო... მეშინია გარეთ გასვლისო" - რას ჰყვება ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცის დედა
"დამირეკა და მითხრა, უნდა მომკლანო... მეშინია გარეთ გასვლისო" - რას ჰყვება ვარკეთილში სპეცოპერაციისას დაკავებული მამაკაცის დედა
45 წლის ალექ­სან­დრე ივა­ნოვ­მა, რო­მე­ლიც ვარ­კე­თილ­ში და­ა­კა­ვეს, პო­ლი­ცი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბამ­დე დე­დას და­უ­რე­კა და უთხრა, რომ "მის მოკ­ვლას აპი­რებ­დნენ". რო­გორც ლალი ივა­ნოვ­მა "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მისი შვი­ლი ამ­ბობ­და, რომ გა­რეთ გას­ვლის ეში­ნო­და, რად­გან სახ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის ალ­ყა­ში იყო.

"და­მი­რე­კა თბი­ლი­სი­დან და მი­თხრა, უნდა მომ­კლა­ნო და მე­ში­ნია გა­რეთ გას­ვლი­სო. ჩემს სახ­ლს ალყა შე­მო­არ­ტყა მი­ლი­ცი­ა­მო. მე ვუ­თხა­რი, რა მოხ­და, რა არის-თქო. ვი­ყა­ვი სახ­ლშიო, ერთი გა­ის­რო­ლა თუ ეგო­ნა რომ ის­როდ­ნენ და მა­გა­ნაც გა­ის­რო­ლა, ეს არ
ვიცი. მე­უღ­ლე, ორი შვი­ლი - ერთი გოგო და ბიჭი ჰყავს. ხში­რად რა­ღაც ხდე­ბო­და ოჯახ­ში... მთა­ვა­რი ის არის, რომ არ მოკ­ლეს და წა­იყ­ვა­ნა სას­წრა­ფომ,“ - აღ­ნიშ­ნა
და­კა­ვე­ბუ­ლის დე­დამ "რუს­თა­ვი 2"-თან სა­უბ­რი­სას.

ცნო­ბის­თვის, ვარ­კე­თილ­ში სპე­ცო­პე­რა­ცია რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. პო­ლი­ცია მო­ლა­პა­რა­კე­ბებს აწარ­მო­ებ­და მა­მა­კაც­თან, რო­მე­ლიც ბი­ნა­ში იყო ჩა­კე­ტი­ლი და იქი­დან უმი­სა­მარ­თოდ ის­რო­და. ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბო­და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი ვაჟა სი­რა­ძეც.

მა­მა­კა­ცი ბი­ნა­ში მარ­ტო, არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და. მისი სახ­ლი­დან სრო­ლა და­ახ­ლო­ე­ბით 15 წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მა­მა­კა­ცი მო­ნა­დი­რეა და სა­კუ­თა­რი, რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ნა­დი­რო თო­ფი­დან ის­რო­და.

მე­ზობ­ლე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ მა­მა­კაცს სა­ვა­რა­უ­დოდ, კონ­ფლიქ­ტი შვი­ლებ­თან მო­უ­ვი­და და მათი ია­რა­ღით შე­ში­ნე­ბა სცა­და. რის შემ­დე­გაც მის­მა ორმა შვილ­მა სახ­ლი და­ტო­ვა.

"45 წლამ­დე ასა­კის მა­მა­კა­ცია. სი­ფხიზ­ლე­ში არის არაჩ­ვე­უ­ლე­ბი­ვი ადა­მი­ა­ნი, კარ­გი მე­ო­ჯა­ხე, მე­ზობ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ ასე, მაგ­რამ ახლა იმ­ყო­ფე­ბა ალ­კოჰო­ლის ზე­მოქ­მე­დე­ბის ქვეშ, არის არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი. ბავ­შვე­ბის მი­მართ გა­მო­ი­ყე­ნა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი შე­სა­ში­ნებ­ლად, ბავ­შვე­ბი გა­მო­იქ­ცნენ სახ­ლი­დან. თვი­თონ სახ­ლშია ჩა­კე­ტი­ლი და არ შე­მო­დის კონ­ტაქ­ტში. ბევ­რჯერ გა­ის­რო­ლა, მაგ­რამ მისი მი­ზა­ნი არ არის ვინ­მეს მოკ­ვდი­ნე­ბა" - აცხა­დებს შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მყო­ფი ერთ-ერთი მო­ქა­ლა­ქე. (გაგრძელება)
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა