გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს - კვირის პალიტრა

გორში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, 33 წლის მამაკაცი დაჭრეს. დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა "გორმედში" გადაიყვანა. პაციენტს ამ წუთებში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

კლინიკაში აცხადებენ, რომ მამაკაცს ჭრილობა აღენიშნება მხრის მიდამოში, დაზიანებულია ვენა და არტერია, პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება უთანხმოების მიზეზს, თვითმხილველები კონკრეტულს ვერაფერს ამბობენ. სავარაუდოდ, ორივე პირი, რომელთა შორისაც უთანხმოება მოხდა, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 118-ე მუხლით.