სოფელ გამარჯვების დეპუტატმა თავისივე მოგვარე ძმები დაჭრა? - რა მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში? - კვირის პალიტრა

სოფელ გამარჯვების დეპუტატმა თავისივე მოგვარე ძმები დაჭრა? - რა მოხდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში?

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფლის დეპუტატმა გია ჭინჭარაულმა, თავისივე მოგვარე ძმებს ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. შემთხვევა სოფელ გამარჯვებაში გვიან ღამით მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სოფლის ცენტრში სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა. მათივე თქმით, დაჭრაში სავარაუდო ბრალდებული თავს იცავდა და 40 წლამდე მამაკაცების მოგერიება ცივი იარაღით შეძლო.

რაა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ ეტაპზე უცნობია.

დაშავებულები ადგილობრივ სავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ. თუმცა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, გვიან ღამით ორივე თბილისის სპეციალურ კლინიკაში მოათავსეს.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

იხილეთ ასევე: პოლიციამ სოფელ გამარჯვების საკრებულოს დეპუტატი დააკავა - შსს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მომხდარზე განცხადებას ავრცელებს

"ინტერპრესნიუსი"