"მის ჩვენებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული" - რას ამბობს პროკურორი ცოტნე გამსახურდის საქმეზე? - კვირის პალიტრა

"მის ჩვენებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული" - რას ამბობს პროკურორი ცოტნე გამსახურდის საქმეზე?

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობის ფაქტზე თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. როგორც საქმის პროკურორმა მარიკა გოგოხიამ სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ დრომდე მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა.

მარიკა გოგოხიას განცხადებით, გამსახურდიას ჩვენებაზე ბევრი რამეა დამოკიდებული.

"თბილისის საქალაქო სასამართლოში ცოტნე გამსახურდიას დამამძიემებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ამავე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე სისხლის სამართლის არსებითი განხილვა დაიწყო. დღეს, ორივე მხარემ შესავალი სიტყვები წარმოვთქვით. მომდევნო სხდომიდან ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება და მოწმეების დაკითხვას დავიწყებთ. ბრალდების მხარეს არაერთი მტკიცებულება აქვს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე სასამართლოში 11 ტომად შევიდა, შესაბამისად, არაერთი მტკიცებულება გვაქვს და გონივრული მოლოდინი გვაქვს, რომ სასამართლო ოთხივე პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს. ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დღემდე ძალიან მძიმეა, ის თურქეთის რესპუბლიკის კლინიკაში იმყოფება, დღემდე გადის მკურნალობას და რებილიტაციის კურსს. გამოძიების ეტაპზე მისი მოწმის და დაზარალებულის სტატუსით გამოკითხვა ვერ მოხერხდა. თუკი, შემდეგში, სასამართლო განხილვის ეტაპე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდება, ის აუცილებლად დაიკითხება და რა თქმა უნდა, მის ჩვენებაზე ძალიან ბევრი რამე იქნება დამოკიდებული", -განაცხადა გოგოხიამ.

"ინტერპრესნიუსი"