"ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა!" - რა ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია, რომელიც ნელი დორაყაშვილის ინტერესებს იცავს - კვირის პალიტრა

"ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა!" - რა ინფორმაციას ავრცელებს ორგანიზაცია, რომელიც ნელი დორაყაშვილის ინტერესებს იცავს

ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR", რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლის, ნელი დოროყაშვილის ინტერესებს იცავს, ავრცელებს ინფორმაციას, რომ სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა.

"ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში დასრულდა 9 საათიანი პროცესი, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხარე ითხოვდა მისი და მისი ოჯახის წევრების მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერების გაუქმებას. სასამართლომ ნელი დოროყაშვილისა და მისი არასრულწლოვანი შვილის დასაცავად გამოცემული ყველა შემაკავებელი ორდერი ძალაში დატოვა! შესაბამისად ნიკოლოზ ბასილაშვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა!" - ნათქვამია განცხადებაში