ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც რუსეთის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი, რომელიც რუსეთის საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა

ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი სანკტ-პეტერბურგის ერთ-ერთ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაიცვალა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპული საჩინო გეგეჭკორი 70 წლის იყო.

ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, რუსეთში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 502 436-მდე გაიზარდა, დაღუპულთა რიცხვი კი 6 532-ია.

"ინტერპრესნიუსი"