"ბავშვი შიშველი იწვა საწოლში და ზემოდან აწვა ბაბუამისის ძმა..." - რა მოხდა კახეთში და რატომ ითხოვს მცირეწლოვანის ოჯახი ახლობლის დასჯას - კვირის პალიტრა

"ბავშვი შიშველი იწვა საწოლში და ზემოდან აწვა ბაბუამისის ძმა..." - რა მოხდა კახეთში და რატომ ითხოვს მცირეწლოვანის ოჯახი ახლობლის დასჯას

გასულ თვეში გურჯაანის რაიონულმა სასმართლომ გაამართლა 58 წლის მამაკაცი, რომელსაც საკუთარი ძმის შვილიშვილის, 5 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილ ქმედებაში ედებოდა ბრალი. აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ დაზარალებული ბავშვის ოჯახის აღშფოთება გამოიწვია. მცირეწლოვანი გოგონას ოჯახის წევრები პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას მართავენ და დამნაშავის დასჯას მოითხოვენ.

შემზარავი ინციდენტი 2019 წლის 5 ივნისს კახეთში მოხდა. ბავშვმა მშობლებს უამბო, რომ საკუთარი ბაბუის ძმამ მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა, თან დაემუქრა, თუ ამის შესახებ ვინმეს მოუყვებოდა, მოკლავდა. ბავშის ოჯახმა მაშინვე სამართალდამცავებს მიმართა.

პროკურატურის ვერსიით, შემთხვევას შეესწრო დაზარალებულის მცირეწლოვანი ბიძაშვილიც, 6 წლის ბავშვიც, რომელიც დეტალურად აღწერდა ძალადობის პროცესს. სასამართლო პროცესები ერთი წლის განმავლობაში მიდინარეობდა. პროცესების გარკვეული ნაწილი პანდემიის გამო დისტანციურ რეჟიმში გაიმართა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მოსამართლემ სასამრთლო დარბაზში გამოაცხადა, სადაც ორივე მხარე იმყოფებოდა.

ვიდრე სასამართლო ბრალდებულ მამაკაცს უდანაშაულოდ ცნობდა, ერთი თვით ადრე, ბრალდებულს 9-თვიანი საპატიმრო ვადა ამოწურა, რის გამოც იგი 10 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

განაჩენის გამოცხადებამდე ცოტა ხნით ადრე, გენერალურმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უწყება განმარტავდა, რომ ბრალდების მხრეს სასამართლოში არაერთი მტკიცებულება ჰქონდა წარდგენილი, რითაც ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენა დასტურდებოდა.

დაზარალებული ბავშის ბაბუა AMBEBI.GE -სთან საუბარში აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო, რადგან არსებობდა საკმარისი მტკიცებულებები საიმისოდ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაესაჯათ.

"ჩვენ ჩამოვედით კახეთიდან და რამდნეიმე დღეა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ვსხედვართ. აქედან ფეხს არ მოვიცვლით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ვიდრე არ დასჯიან სათანადოდ ჩვენი ოჯახის შემარცხვენელს. ბავშვს მთელი ცხოვრება დაუნგრია, მომავალი მოუსპო. ძალიან გაკვირვებული დავრჩით სასამრთლოს ამ გადაწყვეტილებით, მაშინ, როდესაც ჩემმა შვილიშვილმა ზუსტად აღწერა, თუ როგორ იძალადა მასზე ამ არაადამიანმა. იგივე აღწერა ზუსტად ფაქტის კიდევ ერთმა შემსწრემ.

ჩემი შვილიშვილის ბიძაშვილმა, რომელმაც ჩვენებაში თქვა, თუ როგორ შეხედა საკუთარი თვალით შემდეგ სცენას: კაცმა ბავშვი ახუტებული შეიყვანა სახლის ერთ-ერთ ოთახში, სადაც ბიძაშვილმა დაინახა, რომ ბავშვი შიშველი იწვა ლოგინში და ზემოდან აწვა ბაბუამისის ძმა. ეს არ იყო საკმარისი მტკიცებულება?

მოწინააღმდგე მხარე იმას გაიძახის ექსპერტიზას გაუპატიურების კვალი არ დაუდგენიაო. ჩვენ გვითხრეს, რომ ზუსტად როდის მოხდა ეს ფაქტი არ იციან, ამიტომ შესაძლოა ძალადობის კვალი გაქმრალიყო ამ პერიოდში.

რადგან ბოლომდე ვერ მიიყვანა მისი საქმე, დამნაშავე არ უნდა დაისაჯოს?! რაც ეს კაცი გამოუშვეს და სახლში დაბრუნდა, ჩემს შვილიშვილს და მოწმე ბავშვს გარეთ გამოსვლა ეშინიათ სახლიდან. წარმოიდგინეთ რა სტრესში არიან ბავშვები. ცხოვრება დაუმახინჯეს ბავშვს" - აცხადებს დაზარალებულის ბაბუა. გაგრძელება