გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის საქმეზე კი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

გიორგი ჭანტურია გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა, ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვის საქმეზე კი პატიმრობა მიესაჯა

გიორგი ჭანტურია გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის ნაწილში გამართლდა და დამნაშავედ იქნა ცნობილი ცეცხლსასროლი იარაღის, უკანონო შეძენა- შენახვის ნაწილში და მას 6 წლით პატიმრობა მიესაჯა. გიორგი ჭანტურია დარბაზშივე დააკავეს.

ცნობისთვის, გიორგი ჭანტურია სამართალდამცავებმა 2018 წლის 7 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 2019 წლის 3 მაისს, რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალა და ასევე, გირაოსთან ერთად დაეკისრა დამატებითი ვალდებულებები.

"ინტერპრესნიუსი"