ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგო დაიღუპა - კვირის პალიტრა

ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის გოგო დაიღუპა

ახმეტაში ავტომობილი მოზარდს დაეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 12 წლის გოგო ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა სოფელ ოჟიოში ცოტახნის წინ მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მოზარდი დედასთან ერთად სკოლაში იმყოფებოდა გზაზე გადასვლის დროს კი ჯიპის ტიპის ავტომობილი დაეჯახა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

"ინტერპრესნიუსი"