"რუსეთი მკვლელს აგზავნის ჩემი ლიკვიდაციისთვის, სად ვართ?" - რას აცხადებს გიორგი გაბუნია? - კვირის პალიტრა

"რუსეთი მკვლელს აგზავნის ჩემი ლიკვიდაციისთვის, სად ვართ?" - რას აცხადებს გიორგი გაბუნია?

"მთავარი არხის" ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ მისი შესაძლო ლიკვიდაციას საფრთხეზე კომენტარი  გააკეთა:

"მინდოდა ჩემი სიტყვები  მისულიყო პუტინამდე და ამიტომაც იყო ეს მონოლოგი რუსულად და არა ქართულ ენაზე, იმიტომ, რომ ბევრად ადვილად მიაღწევდა ადრესატამდე. მე ზოგადად მჩვევია, ვისაც უნახავს ჩემი გადაცემები შეამჩნევდა, რომ როგორც კი ვიგრძნობ რაღაც შეზღუდვას, როგორც კი ვიგრძნობ, რომ რაღაცის თქმა გინდა და რატომღაც არ შეიძლება,  ამ დროს მიჩნდება სურვილი ამ ბარიერის დანგრევის და თავისუფლების მოპოვების, ჩემი საქმე ეს არის..."

ჟურნალისტი კადიროვის მუქარაზე განმარტებას აკეთებს და აცხადებს:

"როდესაც ის ამბობს, -  გაბუნიას დაემართება ის, რაც დაემართებაო, გასაგებია, რასაც გულისხმობს, მტკივნეული იყო ჩემი გამოსვლა იმით, რომ ომის ჭრილობა აქვს საქართველოს და ამ ჭრილობის გახსნა მოხდა. მე ვთვლი, რომ ეს უბრალოდ ხატოვან გამოთქმა არ არის, ზოგჯერ ჭრილობას სჭირდება გახსნა, როდესაც ჩირქდება და მთლად ქართული ოცნების პირობებში ჭრილობამ ლპობა დაიწყო. ჩვენ ვხედავთ, რომ კადიროვის მხრიდან ეს უბრალო მუქარა არ ყოფილა, აქ მხოლოდ გაბუნია არ არის პრობლემა, მოდი, ისიც ვთქვათ, რომ ამ ერთი ადამიანის დაკავებით ეს პრობლემა არ ამოიწურა, სამწუხაროდ, ვიდრე პუტინი იქნება, ეს საფრთხეც იარსებებს ბოლომდე,  გაბუნია არის სიმპტომი, რომელიც გვაჩვენებს, რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა, მე არც მაშინ ვნანონდი, როცა ეს განცხადება გავაკეთე და არც ახლა ვნანობ. დღეს კიდევ ერთხელ მოხდა იმის დემონსტრაცია საერთოდ რა ქვეყანა ვართ და  რა ქვეყანასთან ვცდილობთ ვითომ ურთიერთობის დალაგებას. რუსეთი მკვლელს აგზავნის ჩემი ლიკვიდაციისთვის, სად ვართ?" - განაცხადა გიორგი გაბუნიამ

იხილეთ ასევე: "თავიდან იქნა აცილებული უფრო მძიმე სხვა დანაშაული" - რას აცხადებს სუს-ი დაკავებულზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაციას გეგმავდა?