ბათუმში ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ბათუმში ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა

ბათუმში ავარიას 6 წლის გოგონა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, იგი გზაზე გადადიოდა, რა დროსაც ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევის შედეგად მოზარდი ადგილზე გარდაიცვალა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისიხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.