"სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა, ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო" - კვირის პალიტრა

"სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა, ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო"

"მთავარი არხის“ ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას განცხადებით, მან დღეს სახელმწიფოს მხრიდან დაცვის შეთავაზება მიიღო. ამის შესახებ გაბუნიამ ჟურნალისტებს თბილისის საქალაქო სასამართლოში განუცხადა.

"სახელმწიფომ შემომთავაზა ყველანაირი სახის დაცვა. ისიც კი მითხრეს, თუ გინდა სახე, სახელი და გვარი შეიცვალეო, არ ვიცი, უნდა გადავწყვიტო რა დამჭირდება. უნდა მოვილაპარაკო ადვოკატთან. მე ჩემი პირადი დაცვა მიცავს და უნდა შევაფასოთ საფრთხეები რამდენად არსებობს. გაუთქმელობის პირობაზე ხელი არ მომიწერია და შემიძლია თავისუფლად საუბარი.

ვიცი და ეჭვი არ მეპარება, რომ თუ ვინმეს ჩემი ლიკვიდაცია შეიძლება მოუნდეს, ეს შეიძლება მოდიოდეს მხოლოდ რუსეთიდან, რუსეთი ნიშნავს პუტინს და რამზან კადიროვის გავლით თუ მოხდება ეს. რამზან კადიროვის მიღმა რა ხდება, არ ვიცი. ჩვენ ვიცით, რომ რამზან კადიროვი ამას პირადად არ აკეთებს. თუ ვინმეს დაუკვეთავს მკვლელობას, რა თქმა უნდა, ამას რაღაც დაჯგუფება აკეთებს,“- განაცხადა გაბუნიამ.

იხილეთ ასევე: "გაბუნია რაღაც არასტაბილური ტიპია, თან მშიშარაა..." - რა ფარულ ჩანაწერს აქვეყნებს უკრაინული გამოცემა?