წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევისას შუახნის ქალი გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

წალენჯიხაში ავტოსაგზაო შემთხვევისას შუახნის ქალი გარდაიცვალა

წალენჯიხაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას შუახნის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევისას სამი ადამიანი დაშავდა.

მანქანა ბორდიურს შეეჯახა და ამოტრიალდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" წალენჯიხის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განუცხადა, დაშავებულთაგან ერთი ზუგდიდის, ხოლო ორი წალენჯიხის სავადმყოფოებშია მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შს სამინისტროს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.