"ლავასოღლი" თურქეთში აღარ იმყოფება - რას ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე? - კვირის პალიტრა

"ლავასოღლი" თურქეთში აღარ იმყოფება - რას ამბობს უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე?

ე.წ კანონიერი ქურდი მინდია გორაძე იგივე "ლავასოღლი" თურქეთში აღარ იმყოფება ,- ამის შესახებ უფლებადამცველმა თამაზ ბაკურიძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც იგი აცხადებს, მინდია გორაძე ამ დროისათვის ბელარუსში საექსტრადაციო სამსახურში იმყოფება.

"მინდია გორაძე თურქეთში პატიმრობაში აღარ არის. იგი საქართველომ არ მიიღო. იმ დროისათვის მხოლოდ ბელარუსიის მიმართულებით იყო ფრენები და შესაბამისად, ბელარუსის საექსტრადიციო სამსახურში არის გადაყვანილი. სხვა დეტალები ორშაბათს გახდება ცნობილი. რაც შეეხება საპროტესტო აქციებს, ამ დროისათვის შეწყვეტილია", - განაცხადა თამაზ ბაკურიძემ.