"ისე სწრა­ფად გარ­ბო­და, ვერ და­ვე­წიე, გა­დავ­ვარ­დი ხევ­ში, შა­ქა­რა ჩარ­ბო­და ჩა­სახ­ვევ­ში და კიდე ერთი ტიპი" - რას ყვება "ოქროს მოწმე" - კვირის პალიტრა

"ისე სწრა­ფად გარ­ბო­და, ვერ და­ვე­წიე, გა­დავ­ვარ­დი ხევ­ში, შა­ქა­რა ჩარ­ბო­და ჩა­სახ­ვევ­ში და კიდე ერთი ტიპი" - რას ყვება "ოქროს მოწმე"

19 წლის ფეხბურთელის საქმის "ოქროს მოწმე", რომელმაც გარდაცვალებამდე ბოლომ ნახა გიორგი შაქარაშვილი, მისი მეგობარი გუკა ამირხანაშვილია.

ის მცხეთაში, ნარეკვავში გამართულ წვეულებაზე, სადაც ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, შაქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა და მასთან და კიდევ ერთ პირთან ერთად დატოვა შემთხვევის ადგილი თბილისში წამოსასვლელად.

ტელეკომპანია "მთავართან" საუბარში ამირხანაშვილი იხსენებს, რა მოხდა შემთხვევის ღამეს. ის ამბობს, რომ შაქარაშვილთან ერთად აშველებდა ჩხუბის მონაწილეებს, შემდეგ კი ნაქირავები სახლის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს და რადგან მანქანებში მათი ადგილი არ იყო, სამნი - ამირხანაშვილი, შაქარაშვილი და კიდევ ერთი მეგობარი, ტაქსის გასაჩერებლად გამოვიდნენ გზაზე, რა დროსაც მათ მანქანა წამოეწიათ.

ფიზიკური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად, ბიჭები გაიქცნენ. ამირხანაშვილი "მთავართან" ყვება, რომ ის სხვა მიმართულებით გაიქცა და დაკარგა გიორგი შაქარაშვილთან კონტაქტი:

"ჩვენ არ მოგვსვლია ჩხუბი, ვაშველებდით. მერე ის ნაცემები წავიდნენ, ვინც იჩხუბა წავიდნენ. სხვაგან გავაგრძელოთ დაბადების დღეო, მანქანაში ჩაჯდნენ და ორი მანქანით ავიდნენ ლისზე. ვინც ვერ ჩავეტიეთ, გადავედით ტრასაზე. ამ დროს მოგვიყენეს მანქანა და გავიქეცით, მერე მივტრიალდით როცა ვნახეთ, რომ წავიდნენ და მერე მეორედ მოგვაგნეს.

რომ გავიქეცით, შაქარა ისე სწრაფად გარბოდა, ვერ დავეწიე რა და სხვა გზით მომიწია წასვლა, გადავვარდი ხევში და შაქარა ჩარბოდა ჩასახვევში და კიდე ერთი ტიპი. მანდ ვნახე ბოლოს, მაგის მერე არ მინახავს.

მე ხევში მიპოვეს... ვიფიქრე, ამათ გავყვები თბილისამდე და შაქარა და ის მეორე ბიჭი გაასწრებენ, სანამ ესენი თბილისში ჩავლენ და მოტრიალდებიან უკანმეთქი. იმის ფიქრში ვიყავი, სანამ ესენი თბილისში წამიყვანენ, ეს გაქცეულები თავს უშველიან რა" - ყვება ამირხანაშვილი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.