არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - კვირის პალიტრა

არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

სენაკის რაიონულმა სასამართლომ არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებულ პირს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

როგორც უწყების ინფორმაციაშია აღნიშნული, ბრალდებულმა ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანს მასთან სქესობრივი კავშირის დამყარება მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი, მისი ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი.

"სენაკის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებაში ბრალდებული გ.გ. დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადასტურდა, რომ 2019 წლის 22 ნოემბერს, ქალაქ სენაკში, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში, გ.გ.-მ მოსთხოვა არასრულწლოვან ს.გ.-ს დაემყარებინა მასთან სქესობრივი კავშირი. უარის მიღების შემდეგ გ.გ.-მ არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, ძალის გამოყენებით დაამყარა მასთან სექსუალური კავშირი. სამართალდამცველებმა გ.გ. 2019 წლის 23 ნოემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მესამე ნაწილის "დ" ქვეპუნქტით (წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურება) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. სენაკის რაიონულმა სასამართლომ გ.გ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"