"შეყვარებული შეესწრო მომხდარს... ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდათ" - ვინ არის 23 წლის გოგონა, რომელიც ქუთაისში ავარიას ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

"შეყვარებული შეესწრო მომხდარს... ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდათ" - ვინ არის 23 წლის გოგონა, რომელიც ქუთაისში ავარიას ემსხვერპლა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევას 23 წლის გოგონა ემსხვერპლა. შემთხვევა ახალგაზრდობის გამზირზე რამდენიმე დღის წინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციიით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ქვეითად მოსიარულე ანი გიორგაძეს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა გოგონა შეყვარებულთან ერთად გზის გადაკვეთას ცდილობდა, ამ დროს კი ავტომობილი დაეჯახა. წყვილს ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდა და მალე დაქორწინებასაც აპირებდნენ.

AMBEBI.GE გარდაცვლილი ანი გიორგაძის მეგობარს დაუკავშირდა მომხდარის დეტალების გასარკვევად:

- ერთად იყვნენ, მისი შეყვარებული შეესწრო ამ ფაქტს... ის ბიჭი კარგადაა, თუ შეიძლება ასე ითქვას, მისი მდგომარეობიდან გამომდინარე. როგორც ვიცი, სახლში იმყოფება. ცოტა ხნის წინ ნიშნობა ჰქონდათ და მარხვის დასრულების შემდეგ დაქორწინებას აპირებდნენ" - გვითხრა გარდაცვლილის მეგობარმა.

ანი გიორგაძე ფარმაცევტი იყო და ქუთაისში ერთ-ერთ აფთიაქში მუშაობდა. უყვარდა მოგზაურობა და ხშირად სტუმრობდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეს. გოგონას გარდაცვალებას ახლობლები სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

"ძალიან მეტკინა გული. უზომოდ მენანები, შენნაირი სუფთა და კეთილი ადამიანები არ უნდა იღუპებოდნენ"

"ჩვენი ანი... ჩვენს მეხსიერებაში მუდამ იქნება, ხოლო მარადიულ ცხოვრებაში უფალმა მისი უკვდავი სული ზეციურ საქართველოში დაამკვიდროს" გაგრძელება