"თავის ქალა აქვს ჩამტვრეული" - რას ამბობს ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის მეგობარი? - კვირის პალიტრა

"თავის ქალა აქვს ჩამტვრეული" - რას ამბობს ექსკლუზიურ ინტერვიუში გარდაცვლილი 19 წლის ბიჭის მეგობარი?

"პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში", გაურკვეველ გარემოებებში გარდაცვლილი 19  წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა ნიკა ჯაჭვაძემ განაცხადა, რომ ტრაგიკულად გარდაცვლილ ფეხბურთელს თავის ქალა ჩამტვრეული აქვს .

"ჯერ განსაკუთრებული არაფერია გამოკვეთილი, ახლა ველოდებით ექსპერტიზის დასკვნას. გიორგი რომ გადმოვასვენეთ სახლში, მეგობრები ვიყავით იქ და ვეხმარებოდით... მე პირადად ვერ შევძელი ზემოთ ასვლა. ბიჭები, რომლებიც ასულები იყვნენ იძახიან, რომ თავის ქალა აქვს ჩამტვრეული. ოღონდ თავის გატეხვა რამის ჩარტყმას უკავშირდება თუ გადავრდნას ან დაცემას, მაგაზე კომენტარს ჩვენ ვერც ვაკეთებთ,  იქიდან გამოდინარე, რომ ერთი ვარიანტიც შეიძლება იყოს და მეორეც.

გუშინდელი დღე იყო რაღაც საშინელება. არც დღევანდელი და არც ხვალინდელი იქნება მშვიდობიანი, მაგრამ გუშინ და იმის წინ თუ ათასი შეკითხვა მიჩნდებოდა და ლოგიკურად ვაზროვნებდით, ჩვენ ვერსიებს განვიხილავდით, გუშინ შოკში აღმოვჩნდით. რაც შეეხება, ყურის არ ქონის ვერსიას, არ ვიცი, ამაზე ვერაფერს გეტყვით... ითქვა ისიც, რომ დიდი ხანი რადგან იყო წყალში, შეიძლება თევზებს მიეყენებინათ პატარა დაზიანებები, მაგრამ ასე მთლიან ყურზე ვერაფერს გეტყვით, არ ვიცი. ერთი ვარიანტია, რომ იმ ხიდის ქვეშ, სადაც გიორგის კვალი ქრება, შეიძლება ჯებირიდან გადახტა, დაბლა ხევია ჩასასვლელი და ხომ არ დაიმტვრა, ან თავი რამეს ხომ არ დარტყა. მეორე ვარიანტიც არის, რატომ უნდა გამოვრიცხოთ, რომ ფიზიკური დაპირისპირების დროს ვინმემ რაიმე ჩაარტყა.  ადამიანი რომ გადავარდეს, უნდა დაგორდეს დაბლა და დაიმტვრევა ყველა ვარიანტში, ვერც მიაღწევს წყლამდე, იმიტომ რომ ბუჩქეები და ხეებია ძალიან ბევრი, მეორეც, ხევში ჩასვლიდან როცა გაივაკებს დახლოებით 50 მეტრი მაინც არის მდინარემდე სასიარულო, წარმოუდგენელია ჩამოვარდნილმა ადამიანმა, თან რომელმაც თავი დაარტყა, იქ გზა გაიკვალოს და მივიდეს მდინარესთან, სისულელეა. თუ გადახტა მდინარეში, ის 50-60 მეტრი როგორ გაირა?!.  ბავშვს პანიკურად ეშინოდა სიბნელის, ეშინოდა წყლის, მეგობრები ამბობენ, აუზშიც კი არ ჩამოდიოდაო. რატომ უნდა გადაეწყვიტა გიორგის გაქცევა მდინარეში? განვიხილოთ ასეთი ვერსიაც, მაგალითად, ბავშვი ჩავარდა ხრამში და დაიმტვრა, მაგრამ მდინარეში როგორ აღმოჩნდა? " - განაცხადა  ნიკა ჯაჭვაძემ

იხილეთ ასევე: "არავის ვაპატიებ შენ სიკვდილს, გპირდები"