"თბი­ლი­სი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი მოვიდა... გად­მო­ვიდ­ნენ თუ არა მან­ქა­ნი­დან, ერთ-ერთ ბიჭს სა­ხე­ში ჩა­არ­ტყეს" - საბედისწერო წვეულების ახალი დეტალები - კვირის პალიტრა

"თბი­ლი­სი­დან ავ­ტო­მო­ბი­ლი მოვიდა... გად­მო­ვიდ­ნენ თუ არა მან­ქა­ნი­დან, ერთ-ერთ ბიჭს სა­ხე­ში ჩა­არ­ტყეს" - საბედისწერო წვეულების ახალი დეტალები

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ახლო მეგობარი საბედისწერო წვულებაზე მომხდარი ტრაგედიის ახალ დეტალებს AMBEBI.GE -სთან იხსენებს.

გოგონას ინფორმაციით, თბილისიდან "საქმის გასარჩევად" ჩამოსული უცნობები, რომლებსაც გიორგი შაქარაშვილი და მასთან მყოფი პირები მაგისტრალზე შეხვდნენ, "დიდი რკინებით შეიარაღებულები იყვნენ".

გარდაცვლილის მეგობარი ამბობს, რომ ამ დროს ფეხბურთელთან ერთად იყვნენ გუკა ამირხანაშვილი (ოქროს მოწმე) და ფოტოგრაფი, რომელიც იმავე წვეულებიდან მოდიოდა, საიდანაც შაქარაშვილი.

"წვეულებაზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ გადავწყვიტეთ, ქეიფი ლისზე გაგვეგრძელებინა. ყველა ვერ ჩავეტიეთ მანქანებში. გიო, გუკა და ფოტოგრაფი გზაზე იდგნენ და ტაქსს ელოდებოდნენ. ეს ფოტოგრაფი გიოს და გუკას მანამდე არ იცნობდა. პირველად გაიცნეს ერთმანეთი წვეულებაზე. იუბილარის ახლო მეგობარია. შემთხვევით აღმოჩნდა მათთან ერთად გზაზე, ისიც ტაქსს ელოდებოდა.

ამ დროს მოვიდა თბილისიდან ავტომობილი, რომლის მარკაც არ ვიცი. როგორც ფაქტის შემსწრე მეგობარმა მიამბო, გადმოვიდნენ თუ არა მანქანიდან, მაშინვე იმ სამიდან ერთ-ერთ ბიჭს სახეში ჩაარტყეს. რომელს არ ვიცი. ხელში ეჭირათ დიდი რკინები და ამიტომ შეშინებიათ ბიჭებს და გაქცეულან. შეიარაღებულები რომ არ ყოფილიყვნენ, ალბათ არ გაიქცეოდნენ. გაგრძელება

იხილეთ ასევე: აგარაკზე საქმის გასარჩევად თბილისიდან მოქმედი სპორტსმენები გამოიძახეს? - გიორგი შაქარაშვილის საქმის რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი?