19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს - კვირის პალიტრა

19 წლის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17 პირი დააკავეს

19 წლის ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა ახალგაზრდები დააკავეს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაკავებულებს შორის წუხელ მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის.

17 დაკავებულს შორის არის ასევე ადვოკატ დავით ჭიკაიძის დაცვის ქვეშ მყოფი პირი. როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში ჭიკაიძემ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დღეს დილით 8 საათზე დააკავეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

იხილეთ ასევე: "სუფრაზე რამდენიმე კონფლიქტი მოხდა, გამოძიების კითხვებიდან ვასკვნი, რომ დაპირისპირება ჯერ გოგოს გამო დაიწყო, ასევე მოხდა კონფლიქტი დიჯეისთან"

"სხეულს აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები - ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმების სახით" - რას ამბობს ექსპერტი გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე?