"ვიცოდი, რომ დააკავებდნენ არაერთ პირს" - გიორგი შაქარაშვილის ბიძის პირველი კომენტარი - კვირის პალიტრა

"ვიცოდი, რომ დააკავებდნენ არაერთ პირს" - გიორგი შაქარაშვილის ბიძის პირველი კომენტარი

გარდაცვლილი ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე გამოძიებას ნდობას უცხადებს. როგორც ნიკოლაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას განაცხადა, მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა შეიძლება გამოიკვეთოს დაკავებულების საქმეში გიორგი შაქარაშვილთან მიმართებით.

"თავიდანვე ვენდობოდი გამოძიებას. ვიცოდი, რომ შედეგი სახეზე იქნებოდა. ბუნებრივია, დღესაც ვენდობი და ისიც ვიცოდი, რომ დააკავებდნენ არაერთ პირს, მაგრამ ამის თქმის უფლებას ჩემს თავს არ ვაძლევდი. ასე რომ, ყველაფერი მიდის სათანადო კალაპოტში და ასე იქნება ბოლომდე. გიორგისთან მიმართებით რა გამოიკვეთება, ეს არ ვიცი, მაგრამ ესეც ხომ მნიშვნელოვანი გაგრძელებაა ამ მოვლენის. დაველოდოთ ექსპერტიზას",- განაცხადა მირიან ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცავებმა 17 პირი დააკავეს. "ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, დაკავებულებს შორის მცხეთა- მთიანეთის პოლიციის განყოფილებაში წუხელ გამოკითხული თენგო ბარბაქაძეც არის. დაკავებულია ასევე, შავი "ტოიოტა ქამრის" მძღოლი და მისი მგზავრი, მორაგბეები: არჩილ გაგნიძე და ვასილ მახარაძე.

"ინტერპრესნიუსი"