"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია, განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც იყო გიორგი შაქარაშვილი - კვირის პალიტრა

"არანაირი ბილეთები არ გაუყიდია, განადგურებულია გოგოც და მთელი ოჯახიც" - რას ყვება ადვოკატი იუბილარზე, რომლის წვეულებაზეც იყო გიორგი შაქარაშვილი

გოგონა, რომლის დაბადების დღეზე დაწყებულ დაპირისპირებასაც გიორგი შაქარაშვილი შეეწირა, პირველ პოზიციას AMBEBI.GE-სთან აფიქსირებს. 18 წლის გოგონას ადვოკატის, ლიკა ბიცაძის თქმით, მომხდარი ტრაგედიის გამო მისი დაცვის ქვეშ მყოფის ფსიქოლოგიური მდომარეობა მძიმეა.

"უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია. განადგურებულია ეს გოგოც და მთელი ოჯახიც. საშინელი ტრაგედია ტრიალებს მათ ოჯახში. რაც იწერება სოციალურ ქსელში, მისულია მათ ყურამდე და ძალიან განიცდიან. ორმაგი დარტყმის ქვეშ არის გოგონა. ერთი, რომ ახლო მეგობარი გარდაეცვალა, მეორეც - თითქოს ირიბად მას ადანაშაულებენ მომხდარში", - აცხადებს AMBEBI.GE-სთან უფლებადამცველი.

ადვოკატი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, თითოს იუბილარმა წვეულების მოსაწვევი ბილეთები გაყიდა, კატეგორიულად უარყოფს.

"ტყუილია ეს ინფორმაცია. მას არ გაუყიდია არანაირი ბილეთები. რაც შეეხება სტუმრების ოდენობას, ვერ გეტყვით, რატომ იყო ამდენი ადამიანი იქ. ამაზე არც თვითონ აკეთებს განმარტებას. ორჯერ დაიკითხა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და ჩვენების შინაარსზე ვერაფერს გეტყვით", - ამბობს ადვოკატი. იხილეთ სრულად