"მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ ჩემთვის დაერტყა" - რას ჰყვება 19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე? - კვირის პალიტრა

"მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ ჩემთვის დაერტყა" - რას ჰყვება 19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე?

19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძეა. ამბობს, რომ სურათების გადასაღებად იყო მიწვეული. "წვეულებაზე საღამოს 11:00 საათზე მივედი. 15 წუთში ჩხუბი დაიწყო. რატომ, აზრზე არ ვარ. არც ის ვიცი, ვინ ჩხუბობდა. გიორგი შაქარაშვილი ჩხუბში არ მონაწილეობდა, შიგნით იყო. კონფლიქტის შემდეგ ექვსი ბიჭი წამოვედით. იუბილარს ნერვები მოეშალა, ასეთი რაღაც რომ მოხდა. ტიროდა, ძლივს დავაწყნარეთ. ყველა წადითო... ტაქსი ვერ გამოვიძახეთ და ავტობანზე დავდექით. ამ დროს გაჩერდა მანქანა და გადმოვიდა, სავარაუდოდ, ხუთი კაცი. შეიძლება ოთხიც, ზუსტად არ დამინახავს. ერთს რკინის ხელკეტი ეჭირა, მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ ჩემთვის დაერტყა... ამათ ეგონათ, ჩვენ ისინი ¬ვიყავით, ვინც იჩხუბა, არადა, საერთოდ სხვა "სასტავი" ვიყავით... მოკლედ ყველა გავიქეცით. სამი - ხიდისკენ.¬ ერთი იქვე ბუჩქებში დაიმალა... მე ღობეზე გადავხტი. მიტოვებული შენობის მეორე სართულზე ავედი და დავრეკე პოლიციაში.¬ ვუთხარი, რაც მოხდა და არაგვის ხიდზე მოდით-მეთქი. როცა ყველაფერი მორჩა, პოლიცია მერე მოვიდა...

ჩავდიოდი, რომ მენახა და დავხმარებოდი ნაცემებს და ამ დროს უცებ მეორე მანქანა¬ მოვიდა. ისევ უკან ავბრუნდი, რომ არ დავენახე... როცა არავინ იყო გზაზე, მანქანაც არ დადიოდა (პირველი საათი და რაღაც წუთები იყო), გადავედი ბათუმისკენ მიმავალ მხარეს და ავედი ტყეში. ისევ დავრეკე პოლიციაში, აღარაფერი ხდება და შეგიძლიათ, გააუქმოთ-მეთქი. იქიდან რომ ჩამოვედი, მაშინ მოვიდა პოლიცია. მოვუყევი, რაც მოხდა. მორჩა ყველაფერი, ერთადერთი, შეგიძლიათ თბილისში წამიყვანოთ-მეთქი". წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "ნეტა გადამეღო ყველაფერი და დაიხურებოდა საქმე" - რა დეტალებზე საუბრობს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის მოწმე ფოტოგრაფი?