"რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შიზოფრენიის გამო?!" - რას პასუხობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიას?
"რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შიზოფრენიის გამო?!" - რას პასუხობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა ნიკა გვარამიას?
ფოტო:მირიან ნიკოლაძე, ნიკა გვარამია
გარდაცვლილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის ბიძა, ადვოკატი მირიან ნიკოლაძე გამოეხმაურა მომხდარის პოლიტიკური მიზნებით გამოყენების მცდელობას. გთავაზობთ მის "ფეისბუკსტატუსს" უცვლელად, რომლის ადრესატიც "მთავარი არხის" გენდირექტორი ნიკა გვარამიაა:

"მიუხედავად ჩემი მძიმე ემოციური მდგომარეობისა, რასაც თან დაერთო გაუსაძლისი რეჟიმიც ჩემი გიორგის საქმიდან გამომდინარე, ვცდილობ, მშვიდად დავაკვირდე საზოგადოების გარკვეულ ნაწილს, ჟურნალისტებს, სამართალდამცავებს, მათ ქცევებს და დამოკიდებულებებს. რატომ ვაკეთებ ამას არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ასე ხდება.
საბოლოო ჯამში, დღეს საღამოს, ჩემი სამსახურიდან მორიგი
ინტერვიუს ჩაწერის შემდეგ სწორედ "მთავარი არხის" ჟურნალისტს ვუთხარი, რომ არ მჯეროდა თუ იარსებებდა საქართველოში თუნდაც ყველაზე ცივსისხლიანი ადამიანი, რომელისთვისაც გიორგის ტრაგედია, როგორც მინიმუმ, "სულერთი" იქნებოდა.
ამთავითვე ვიტყვი, შემიძლია, საჯაროდ დავიფიცო, რომ სიბრალულის გრძნობის გარდა არანაირი განცდა არ მაქვს, ვერაფრით ვერ ვიგებ, რატომ შეიძლება ადამიანი იყოს
ასეთი უბედური, არა ისეთი, როგორიც დღეს ჩვენ-გიორგის ოჯახი ვართ ტრაგედიის გამო, არამედ არსით და ბუნებით.

ერთ დროს ჩემო მეგობარო და შემდგომ ჩემს მიერვე გულნატკენო ადამიანო, ორი რამ მინდა გითხრა, როგორც შვილების მამას და როგორც იურისტს:

1. მიზანი, რომ მირიან ნიკოლაძის მიმართ საკუთარი ძმის (რა მნიშვნელობა აქვს, ბიძაშვილის) ოჯახში გაჩნდებოდა უნდობლობა, არ გამოვიდა. შემიძლია, გარდაცვლილი ბავშვის მშობლების მოსაზრება გითხრა სრული ციტატით: "რატომ გვკლავს მეორედ ეს ბოროტი ადამიანი თავისი პოლიტიკური შიზოფრენიის გამო?!"

2. მსგავსი ზედაპირული კეკლუცობის, საქმეში ჩაუხედაობის და უშინაარსო ბლუყუნის შემდეგ (ნუ მიწყენს იქ მჯდომი ჩემი კოლეგა), ჩვენ, თავის დროზე, მთელ საგამოძიებო ჯგუფს ვუშვებდით სახლში, რათა სხვა სისხლის სამართლის საქმე აღარ დაეღუპა თავისი არაკვალიფიციურობით. მესმის, რომ სისხლის სამართლის საქმის სპეციფიკაში ჩაუხედავი საზოგადება თქვენი ინფანტილური წიაღსვლების მძევალია, მაგრამ რა ვუყო.

მე და ბავშვის ოჯახმა გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად გიყვარდა გიორგი, გავიგეთ, რომ ჩემზე მეტად ერთგული ხარ ჩვენივე საკუთარი ოჯახის, გავიგეთ, რომ სისხლის სამართლის ვირტუოზი ბრძანდები, მაგრამ ერთი რამ ვერცერთმა ვერ გავიგეთ-სლუკუნით და ცრემლების ღვარღვარით დაწყებული გადაცემა რატომ უნდა მთავრდებოდეს პოლიტიკური მოწოდებებით.

ისევ გულისტკივილით და შენზე ფიქრით (მენანები გულწრფელად) დამძიმებულმა მინდა ვუთხრა საზოგადოებას რას აკეთებდა "მთავარი არხი" ეს დღეები, მაშინ როდესაც, როგორც თქვენ ბრძანეთ - მე ბავშვის სულს ვყიდდი და "კონვერტების მიტან-მოტანით თუ საპარლამენტო სიაში მოხვედრით" ვიყავი დაკავებული (თუ როგორც იყო, აღარ მახსოვს). რას აკეთებდა და ჯერ ბავშვის დაღუპვის ამბავი არც კი ვიცოდით (ანუ მეორე დღესვე), ჯერ მდინარის კალაპოტში დაკაწრულები და გამწარებულები დავეხეტებოდით, როდესაც ამ არხის ჟურნალისტების პირველი კითხვა იყო: "ბატონო მირიან, ამბობენ, რომ პოლიცია და მაშველები არაფერს აკეთებენ გიორგის გადასაჩენად. ამბობენ, რომ თქვენ ხართ უკმაყოფილო სახელმწიფო ორგანოების მოქმედებით". (ნუ მიწყენენ, მე მესმის მათიც კი). დიახ, პატივცემულო, ასე იყო. გამორთული კამერებით თავდასხმები მხოლოდ ერთი ფრაზის გამო-რამენაირად ვინმე გაგველანძღა, არც ბავშვი გაინტერესებდათ და არც ოჯახი (ეს ყველა იქ მყოფი ჭირისუფლის მოსაზრებაა, რომელზედაც ყოველდღიურად ძალადობდნენ).

შემდეგში იყო თქვენს არხზე ჩემი პირდაპირი ეთერი, საიდანაც ასევე ვერაფერი გამოვიდა, სადაც ძალიან ადამიანური და კეთილშობილი წამყვანი ვეღარ უძლებდა ვიღაცეების აგრესიულ ბრძანებებეს და ორჯერ მოუწია ყურსასმენის ნერვიულად მოცილება ყურიდან.

გასაგებია ჩემთვის ის ისტერიკა, რაც ბავშვის სიკვიდილის ვერ "გასკანდალება-გაპოლიტიკურებამ" გამოიწვია, მაგრამ მე უბედურებამ ვერ დამაკარგინა საკუთარი სახე და შენ დაკვეთის ვერ შესრულება ნუ წაგშლის, როგორც ცარიელ ადგილს. რომის პაპზე მეტი კათოლიკობა წარმართების საქმეა, შენ თვითონაც ხომ იცი.
მოკლედ, ასეა თუ ისეა, ჩემი პატარა და უცოდველი გიორგი ძალადობამ მოკლა, ზუსტად იმავე ძალადობამ (რა განსხვავებაა ფიზიკურსა და ფსიქოლოგიურს შორის?!), რომლის მსხვერპლიც ახლა მისი ოჯახია.
დაგამძიმებს ასე ცხოვრება, დამიჯერე..." წყარო

მკითხველის კომენტარი (13)
მაია
02 ივლისი 2020 10:19
ღმერთმა უდიდესი გაძლება მოგცეთ,ბატონო მირიან,მჯერა,რომ ჩვენი თანაგრძნობა და მხარში დგომა აუცილებლად მოიტანს სასურველ შედეგს,რაც სიმართლის დადგენით გამოიხატება.ყოველი დილა გიორგიზე ფიქრით და იმედებით გვითენდება,რომ ბოლოსდაბოლოს, სიმართლე დადგინდება.ღმერთმა გვისმინოს!
მატრონა
29 ივნისი 2020 16:19
ძალიან მიკვირს იმ ადამიანების რომლებიც ამ საყვერელი ბა შვის დაღუპვით კეკლუცობენ. დაანებეთ თავი ამ ოჯახს.ეყოფათ თავისი უნედურება.ყოგელ წამს მის შესახებ ახალ-ახალი ტყუილ მართლის ჩვრნება..ცოდოა ეს ხალხი ყოველ წუთს რომ ახსენებთ თავიანთ უბედურებას,
.
ბატონო მირიან!
29 ივნისი 2020 15:53

? !!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
MAKO
29 ივნისი 2020 15:44
კორუმპირებულ, ცხენისძალების იმედზე მყოფ ყველა ხელისუფლებას ესაჭიროებოდა და ესაჭიროება ჩასაფრება!!!!!!!!!!! ადვოკატო ნიკოლაძე (და არა, როგორც გარდაცვლილის ბიძავ - გვარამიას საუბარში ბევრი რამე იყო გადაჭარბბეული, მაგრამ ჭკვიანი ადამიანი მიხვდება - გიორგის სიკვდილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა და ძალიან ნათლად - მთავრობის მაამებლობით ქვეყანაში დათარეშობს და სულ ფორმაშია ნაკლები ტვინის და დიდი ძალის მქონე მობილური ჯგუფები!!!! აი ეს ამბავი არის ისტერიკების ასატეხი გინდა გვარამიას და გინდა ვინმე ჭიჭიკო იყოს - იმის მიერ! მორალური კუთხით ვის რაზე აქვს ხმა ამოსაღები იმის გარჩევაში რომ ვართ წლებია - კი ხედავთ, რაც დაგემართათ თქვენ და ქვეყანასაც!!!!!!!!!! გიორგის სიკვდილი, ისევე, როგორც გირგვლიანის სიკვდილი გასცდა ერთი ოჯახის ამბავს ანგარიშის გამსწორებელი არაკაციების" ბრბოების" "გაბლატავების" გამო და ამაზე უნდა იყვიროს ყველამ გინდა უზნეო ჟურნალისტმა და გინდა ზნეობრივმა ადვოკატმა!!!!!!!!!!!!!!
ომარი
29 ივნისი 2020 15:38
როდემდე უნდა მოეღოს ბოლო გვარამიას და მისი სატელიტების გაუგონარი ლექსიკით ლანძღვა-გინებას და სიცრუის ტირაჟირებას? ყველაფერს ხომ თავისი საზღვარი აქვს.როგორ შეიძლება ფულის გულისთვის და პირადი მიზნებისთვის გამოიყენო ტელევიზია და მოსახლეობას მუდმივად მიაწოდო არასწორი ინფორმაცია.პანდემიის დროს ბევრჯერ შეურაცყოფა მიაყენეთ ჩვენს სასიქადულო გმირ ექიმებს,რომლებიც იდგნენ ფრონტის წინა ხაზზე და საკუთარი სიცოცხლის ფასად ებრძოდნენ კორონა ვირუსს,ამის შემდეგ ისიც იკადრეთ,რომ ექიმებს დააბრალეთ კორონა ვირუსით ვაჭრობა.ნუთუ არ გრცხვენიათ?
უ. ტ.
29 ივნისი 2020 15:12
ვერაფერი ვერ გავიგე!
tinatini
29 ივნისი 2020 14:15
და თქვენი ახრით გვარამია გასცემს მათ კითხვებზე პასუხს?თუ ამათ სასეიროდ გაიხადოს თავი და ამ ვითომ გულშემატკივრების საქმე აკეთოს?
ნინო
29 ივნისი 2020 14:13
და ვინ მოგახსენათ რომ კითხვები არ უჩნდება? ბატონი ნიკოლაძე იუისტია და მან თქვენზე კარგად იცის რა, სად და როდის უნდა თქვას.
ნანა
29 ივნისი 2020 11:55
ვიზიარებ თქვენს ღრმა მწუხარებას...
nnn
29 ივნისი 2020 11:50
ამაღლებული ადამიანი

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?