როგორია თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

ექიმი-რეანიმატოლოგის, კონტანტინე მუმლაძის განცხადებით, თემქაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაჭრილი პოლიციელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ექიმმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა.

მისი თქმით, სამართალდამცველს ზედა კიდურის დაზიანება აღენიშნებოდა.

"მდგომარეობა სტაბილურია, ვიტალური პარამეტრები დამაკმაყოფილებელია. გუშინ ჩაუტარდა ოპერაცია და მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება",- განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ცნობისთვის, თემქის დასახლებაში ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით გამოძახებულ პატრულ-ინსპექტორს შეტყობინების ინიციატორის მეუღლემ ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც კორპუსის მეშვიდე სართულის სადარბაზოდან გადახტა და გარდაიცვალა.