"ჩემი სა­ვარ­ძლის ქვე­მო­დან ავი­ღე რკი­ნის მილი და მისვლისთანავე მო­ვუქ­ნიე ჩემ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგარ ახალ­გაზ­რდას" - რა წერია მოწმეთა ჩვენებებში? - კვირის პალიტრა

"ჩემი სა­ვარ­ძლის ქვე­მო­დან ავი­ღე რკი­ნის მილი და მისვლისთანავე მო­ვუქ­ნიე ჩემ­თან ყვე­ლა­ზე ახ­ლოს მდგარ ახალ­გაზ­რდას" - რა წერია მოწმეთა ჩვენებებში?

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი მორაგბე, კლუბ "ასკანელის" მწრთვნელი ნიკა ჟვანია ჩვენებაში 18 ივნისის ღამის დეტალებს ყვება. ჟვანიას თქმით, მას დახმარებისთვის არასრულწლოვანმა მიმართა, რომელიც წვეულებაზე სცემეს. ჩვენების ნაწილს "მთავარი არხი" ავრცელებს:

"ნ.ც-მ და მისმა თანაკლასელებმა მე განმიცხადეს, რომ თანაკლასელი გოგონას დაბადების დღეზე ჩხუბი მოუვიდათ მათთვის უცხო ბიჭებთან, რომლის დროსაც ისინი სცემეს და აცხადებდნენ, რომ ისევ უნდა წასულიყვნენ აღნიშნული პიროვნებების სანახავად. მათ ეტყობოდათ, რომ იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და ამასთანავე, უკვე იყო გვიანი ღამე, ჩემი მოწოდების პასუხად, ნ.ც-მ განმიცხადა, რომ ჩხუბის ადგილას დარჩენილი იყვნენ მათი თანაკლასელი და ასევე ჩემი მეგობარი გ.მ და კიდევ ერთი მათი თანაკლასელი.

...ჩვენ წავედით მცხეთის მიმართულებით და ამ დროს მანქანაში უკან მჯდომთაგან, ერთ-ერთს, დაუკავშირდა გ.მ და აცნობა, რომ მათი მცემელი ბიჭები ფეხით მოდიოდნენ ცენტრალური საავტომობილო ტრასის პირას თბილისის მიმართულებით. გ.მ-ს განმარტებით, მათ წინ მიმავალი პიროვნებები აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის გამოც მათ ეშინოდათ, რომ ისევ ეცემათ და გვთხოვეს, მივსულიყავით მათთან...

გაჩერებისთანავე ყველანი გადმოვედით მანქანიდან. გადმოსვლისას, მე ჩემი სავარძლის ქვემოდან ავიღე იქ არსებული დაახლოებით 40 სანტიმეტრი სიგრძის რკინის მილი, რომელიც მე მანქანაში ჩაჯდომისთანავე შევნიშნე იქ. ჩვენს თანმხლებებთან ერთად მივედით ფეხით მომავალ პიროვნებებთან, რომლებიც იყვნენ ექვსნი. მისვლისთანავე, ჩემს ხელთ არსებული რკინის მილი მოვუქნიე ჩემთან ყველაზე ახლოს მდგარ ახალგაზრდა მამაკაცს - ყვება ჩვენებაში ჟვანია.

მორაგბე ვერსხლისფერ "მერსედესში" მძღოლის, ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილის გვერდით იჯდა. ეს უკანასკნელი მცხეთაში გამართულ წვეულებას ესწრებოდა, ადგილზე მომხდარი ჩხუბის შემდეგ თბილისში წავიდა და როგორც თავად ამტკიცებს, უკან დაბრუნდა იმისთვის, რომ მცხეთაში დარჩენილი კლასელები უკან ჩამოეყვანა. ტატიაშვილის ჩვენებასაც "მთავარი არხი" ავრცელებს: იხილეთ სრულად