"გო­გო­ნებ­მა შევ­ძე­ლით ბი­ჭე­ბის გაშ­ვე­ლე­ბა, გავ­ყა­რეთ სახ­ლი­დან. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ წა­სუ­ლიყ­ვნენ ჩემი და­ბა­დე­ბის დღი­დან" - რას ყვება 18 წლის გოგონა ჩვენებაში? - კვირის პალიტრა

"გო­გო­ნებ­მა შევ­ძე­ლით ბი­ჭე­ბის გაშ­ვე­ლე­ბა, გავ­ყა­რეთ სახ­ლი­დან. ვე­უბ­ნე­ბო­დი, რომ წა­სუ­ლიყ­ვნენ ჩემი და­ბა­დე­ბის დღი­დან" - რას ყვება 18 წლის გოგონა ჩვენებაში?

"ჩემს კლასელებს და უბნელებს ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა ჩემს მეგობართან საბა ჩხარტიშვილთან და გიორგი ქათამაძესთან, ვახო ახვლედიანთან, ირაკლი წაქაძესთან და ზურაბ გოგინაშვილთან. ისინი ყველა სიტყვაზე ეკიდებოდნენ ერთმანეთს.

დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათ ერთმანეთთან ჩხუბი სურდათ" - ეს არის ნაწყვეტი 18 წლის გოგონას ჩვენებიდან, რომლის დაბადების დღის წვეულებაზე დაწყებული დაპირისპირების შემდეგ მომხდარ "საქმის გარჩევას" 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი ემსხვერპლა.

იუბილარის ჩვენების დეტალებს "ტვ პირველი" ავრცელებს. ანი გ. ჩვენებაში ყვება, რომ მისი წვეულების სტუმრები ერთმანეთს ქვებით დაუპირისპირდნენ:

"როდესაც გავედი სახლის ეზოში, დავინახე, რომ ჩემი მეგობრები, კლასელები და უბნელები ერთმანეთში ჩხუბობდნენ. ვინ ვის ურტყამდა არ დავკვირვებივარ, ვცდილობდი გამეშველებინა. სწორედ გაშველების დროს დავინახე, რომ ჩემს უბნელ ნიკა ხეჩოშვილს ქვა ჩაარტყა მაცხენა მხარეს, შუბლის ზედა ნაწილში ჩემმა მეგობარმა, საბა ჩხარტიშვილმა. მას წამოუვიდა სისხლი.

ასევე დავინახე, ეზოში ჩემი უბნელი, რომელსაც სახეზე მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ვინ სცემა, მე არ დამინახავს, მაგრამ დანამდვილებით გეტყვით, რომ ძლიერად ნაცემი იყო.

გოგონებმა შევძელით ბიჭების გაშველება და ძალით გავყარეთ სახლიდან. ვეუბნებოდი, რომ წასულიყვნენ ჩემი დაბადების დღიდან და აღარ მოსულიყვნენ.

გიორგი შაქარაშვილი, გურამ ამირხანაშვილი (შაქარაშვილის მეგობარი, "ოქროს მოწმე"), იაკობ ბრეგვაძე (წვეულების ფოტოგრაფი) და ვანო თეგაშვილი ჩხუბის დროს გარეთ არ გამოსულან, არ ჩარეულან და შიგნით, სახლში ქეიფობდნენ. მას შემდეგ, რაც სახლში შევედით, ვიყავი ანერვიულებული, ვტიროდი, მეგობრებმა შემომთავაზეს წავსულიყავი ლისზე, ირაკლი წაქაძის აგარაკზე და იქ გაგვეგრძელებინა ქეიფი, რაზეც დავთანხმდი" - ყვება ჩვენებაში 18 წლის გოგონა. იხილეთ სრულად