"ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე - კვირის პალიტრა

"ამის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება" - რას ამბობს ვახტანგ გომელაური გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე

შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ და დასკვნას ველოდებით. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება, - ასე გამოეხმაურა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაური, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეს.

როგორც მან აღნიშნა, დღეს ფაქტები რის საშუალებასაც აძლევდათ, იმ მიმართულებით წავიდნენ.

"ეს ძალიან მძიმე შემთხვევაა და პირველ რიგში, მინდა ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს მივუსამძიმრო. ყველა ჩვენგანისთვის ძალიან მძიმე იყო. მე ჯერ ბევრს ვერ ვისაუბრებ იმიტომ, რომ ექსპერტიზის დასკვნაც კი არ არის მოსული. რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულები ვართ და დასკვნას ველოდებით. დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით. ყველა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გახსნილები ვართ ადვოკატებთან. ოჯახის ადვოკატები ჩართულები არიან, აქედან გამომდინარე, სხვას თუ რაიმე ბრალდება აქვთ, შეუძლიათ პირდაპირ გვითხრან. ყველასთან მაქსიმალურად ვმუშაობთ", - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

იხილეთ ვიდეო