შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა
შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ გოგოს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, პატიმრობა შეეფარდა
შალვა გოგოლაძეს, რომელმაც არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 24 წლის გოგოს ბენზინი შესხა და ცეცხლი წაუკიდა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს არ აღიარებს. შალვა გოგოლაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 19,109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ვ"" ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის
"ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მცდელობას ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით. გამოძიების ინფორმაციით, შალვა გოგოლაძეს განზრახული ჰქონდა განსაკუთრებული სისასტიკით - ცეცხლის წაკიდებით მოეკლა მასთან არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი გოგონა და 2020 წლის 30 ივნისს, ღამის საათებში ბრალდებულმა ის გაიყვანა მისი საცხოვრებელი სახლიდან და
მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდეგ, ბრალდებულმა ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. გამოძიების ცნობითვე, გოგოლაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, შალვა გოგოლაძისთვის წარდგენილი ბრალდება 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები