"ერთი გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ" - რას ამბობს გოგონას ადვოკატი, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა
"ერთი გარდაიცვალა, მეორეც უნდა მიჰყვეს?! დედაც არ ჰყავს აქ"  - რას ამბობს გოგონას ადვოკატი, რომლის იუბილეზე დაწყებულ კონფლიქტს შაქარაშვილი ემსხვერპლა
იუ­ბი­ლა­რი გო­გო­ნას ად­ვო­კა­ტი ლიკა ბი­ცა­ძე, რომ­ლის და­ბა­დე­ბის დღის წვე­უ­ლე­ბა­ზე და­წყე­ბულ და­პი­რის­პი­რე­ბა­საც გი­ორ­გი შა­ქა­რაშ­ვი­ლი ემსხვერ­პლა AMBEBI.GE-სთან მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფის პო­ზი­ცი­ას გან­მარ­ტავს.

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ მათ მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ზო­გი­ერ­თმა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცი­ით გა­ა­შუ­ქა.

"ძა­ლი­ან მინ­და ისე მი­ვი­დეს სა­ზო­გა­დო­ე­ბამ­დე ჩვე­ნი პო­ზი­ცია, რო­გორც ამას ჩვენ ვა­ცხა­დებთ. ჩვენ ვთქვით, რომ თუ კვლავ გაგ­რძელ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან მუ­ქა­რე­ბი და შე­უ­რა­ცხყო­ფე­ბი, იძუ­ლე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბით, ვი­სარ­გებ­ლოთ კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი უფ­ლე­ბით და მო­ვი­თხო­ვოთ სა­ხელ­მწი­ფო სპე­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვა. ხაზ­გას­მით ვა­ცხა­დებ,
ამ ეტაპ­ზე ჩვენ არ ვი­თხოვთ დაც­ვას, მაგ­რამ თუ ასე გაგ­რძელ­და, ეს სა­კი­თხი დად­გე­ბა დღის წეს­რიგ­ში" - აცხა­დებს ლიკა ბი­ცა­ძე.


უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლის თქმით, გო­გო­ნას მდგო­მა­რე­ო­ბა ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად კვლავ მძი­მეა. ად­ვო­კა­ტი ამ­ბობს, რომ მისი დაც­ვის ქვეშ მყო­ფი სახ­ლი­დან არ გა­მო­დის.

"სა­ში­ნე­ლე­ბაა რა ტრა­გე­დი­აც დატ­რი­ალ­და და ახალ­გაზ­რდა ადა­მი­ა­ნი გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ
ხომ არ უნდა მიჰ­ყვეს მას უკან მე­ო­რეც?! 18 წლის გო­გოა, მისი ფსი­ქი­კა ჯერ კი­დევ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის ეტაპ­ზეა და არა­ფე­რია გა­მო­რი­ცხუ­ლი. ხომ არ უნდა გავ­ხა­დოთ იძუ­ლე­ბუ­ლი ცუდ­ზე იფიქ­როს?!

სულ სახ­ლშია, არ გა­მო­დის სახ­ლი­დან. დედა სა­ზღვარ­გა­რეთ ჰყავს და მამა და ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბი უწე­ვენ თა­ნად­გო­მას. ტე­ლე­ფო­ნიც არ აქვს. უნდა ძალა მო­იკ­რი­ბოს, რომ მე­დი­ით გა­ა­კე­თოს გან­ცხა­დე­ბა თვი­თონ.

სა­ი­დან წა­მო­ვი­და ბი­ლე­თე­ბის გა­ყიდ­ვის თემა, მიკ­ვირს. სრუ­ლი აბ­სურ­დია. მა­მამ გა­და­უ­ხა­და და­ბა­დე­ბის დღე. რა არის ამა­ში გა­საკ­ვი­რი?! ბი­ლე­თე­ბი კი არა, ფუ­ლიც არ აუ­ღია სა­ჩუქ­რად რომ შე­უგ­რო­ვეს მე­გობ­რებ­მა. იხილეთ სრულად



სოსო
03 ივლისი 2020 09:34
10 კაცზე მეტის თავშეყრის აკრძალვის კანონი დაირღვა?დაირღვა.წვეულებაზე მიიტანეს ნარკოტიკები?მიიტანეს.დამთავრდა ეს ყველაფერი მძიმე შედეგით?დამთავრდა.არის ამაში დამნაშავე,წვეულების მომწყობი?არის.გასაგებია,რომ არავის უნდოდა,გიორგის მოკვლა,თვითონ უშუალოდ მკვლელებსაც კი,მაგრამ რაც მოხდა,ეს არის და ყველა დამნაშავემ,თავისი დანაშაულის შესაბამისად,პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.ეს არ ნიშნავს,რომ ვინმეს სიკვდილი მინდა,ან ვინმეს უნდა.გიორგის მკვლელობა,უშუალოდ მკვლელის გადასახადია,სხვებმა კი, თავისი წილი პასუხი უნდა აგონ.მათ შორის ოჯახმაც.ახლა ცრემლების ღვარღვარს,სჯობდა თავიდანვე ეფიქრათ ამაზე და ახლა ასეთი გამწარებულები არ იქნებოდნენ არც თვითონ, არც გიო შაქარაშვილის ოჯახი და არც მთელი საქართველო.პასუხისმგებლობას ვერ მოიხსნის ვერც სახელმწიფო,რომლის ერთმა შტომაც მოახდინა ნარკომანიის ლეგალიზაცია და ამით ხელი შეუწყო, ქვეყანაში, უამრავი ადამიანის ფიზიკურ და სულიერ დეგრადაციას.

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები