ფოთში, მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, 45 წლის მამაკაცს მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული. შემთხვევას კი წინ ე. წ. ქურდული გარჩევა უძღოდა.დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა."პაციენტი 112-ი ბრიგადამ საავადმყოფოში, სიცოცხლისთვის შეუთავსებელი,მრავლობითი ტრავმული დაზიანებებით შეიყვანა და მიუხედავად ჩატარებული რეანიმაციული მოქმედებისა, პაციენტი გარდაიცვალა,"- განაცხადა ფოთის ჰოსპიტალის დირექტორმა თეა მიგინეიშვილმა.როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს."ინტერპრესნიუსი"