გორში, პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
გორში, პოლიციელის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ პირს პატიმრობა შეეფარდა
პოლიციის თანამშრომლის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ თურქეთის მოქალაქეს გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურამ დაკავებულს ბრალი ოფიციალურად დღეს წარუდგინა და დღესვე მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე შუამდგომლობით.

სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და დაკავებულს პატიმრობა შეუფარდა.

რაც შეეხება თავად ბრალდებულს, მისი ადვოკატის, გიგა ჯეირანაშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დუმილის უფლებას იყენებს.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით,
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 1-ელ ივლისს, ღამის საათებში, ბრალდებულმა ჰ.დ.-მ ქ. გორში, პოლიციის თანამშრომლის დ.ს-ს საცხოვრებელ სახლში, სადაც იგი მდგმურად იმყოფებოდა, სოცოცხლის მოსპობის მიზნით, დანის გამოყენებით, კისრის არეში ჭრილობა მიაყენა მძინარე დ.ს-ს, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე
დღეს დააკავეს.

პროკურატურამ ჰ.დ-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს მკვლელობას დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ. ჰ.დ.-სთვის წარდგენილი ბრალდება 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

წინასასამართლო სხდომა 27 ივლისს გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

საიდანაა მკვლელი
03 ივლისი 2020 15:17
საიდანაა მკვლელი რატომ არ წერთ ჰ.დ.აშკარაა ან პაკისტანელია ან ირანელი .შეგრცხვეთ რომ ხელს აფარებთ.ქართველი კრიმინალები არ ყოფნის საქართველოს?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები