"მეგონა მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით ხმა ამოიღო - სასწრაფოს დაუძახეთ, მიშველეთო" - კვირის პალიტრა

"მეგონა მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით ხმა ამოიღო - სასწრაფოს დაუძახეთ, მიშველეთო"

თვითმხილველი ფოთში, გუშინ მომხდარი მკვლელობის შესახებ საუბრობს. შემთხვევა ნაბადას უბანში, ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე მოხდა. როგორც თვითმხილველი ყვება, ახალგაზრდა მამაკაცს რამდენიმე ადამიანი სცემდა.

"ხმაური შემომესმა, რომ გავიხედე დაახლოებით 5 ბიჭი ხელკეტებს ურტყამდა რაღაცას მიწაზე, ვიფიქრე, ალბათ გველი ნახეს და იმას ურტყამენ. მერე დავინახე, რომ კაცი ეგდო ძირს და ხმას არ იღებდა. ვიყვირე ახლავე პოლიციას დავურეკავ-მეთქი. ისინი გაიქცნენ. ახლოს რომ მივედით, ხმას არ იღებდა, მეგონა მკვდარი იყო, მაგრამ წყალი რომ შევასხით ხმა ამოიღო- სასწრაფოს დაუძახეთ, მიშველეთო, - გვითხრა. ვინ გირტყამდა, რომ ვუთხარი, მითხრა არ ვიცნობო. მერე სასწრაფოც მოვიდა და წაიყვანეს", -განაცხადა თვითმხილვეელმა ზაირა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, გუშინ 43 წლის მამაკაცი მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"