"სამძიმრიდან რომ გამოვედით, სპეცრაზმი მეგონა, ისე შემოვარდნენ" - რას ამბობს ფოთში მოკლულის მამა შვილის ე.წ. ქურდულ გარჩევებთან კავშირზე?
"სამძიმრიდან რომ გამოვედით, სპეცრაზმი მეგონა, ისე შემოვარდნენ" - რას ამბობს ფოთში მოკლულის მამა შვილის ე.წ. ქურდულ გარჩევებთან კავშირზე?
ფოტო:მოკლული ვაჟა ტყებუჩავა
ფოთში მოკლული ახალგაზრდა მამაკაცის მამა მომხდარის დეტალებს იხსენებს. გივი ტყებუჩავას თქმით, ის შვილთან ერთად ახლობლის დაკრძალვაზე იმყოფებოდა, იქიდან გამოსულებს კი თავს რამდენიმე პირი დაესხათ.

როგორც თავად ყვება, შვილის დაცვა სცადა, თუმცა ვერ შეძლო და უცნობმა ადამიანებმა ის გაიტაცეს. მასაც სახის არეში დაზიანებები აღენიშნება.

მოკლულის მამა შვილის კრიმინალურ ავტორიტეტებთან ურთიერთობას არ ადასტურებს. იმასაც უარყოფს, რომ მას ემუქრებოდნენ. მისთვის უცნობია, ჰქონდა თუ არა მოკლულს კავშირი ე. წ. ქურდულ გარჩევებთან.

"სამძიმრიდან რომ გამოვედით,
სპეცრაზმი მეგონა, ისე შემოვარდნენ, თეთრი, "მარშრუტკის" მსგავსი მანქანით იყვნენ. მე მანქანის კარი ჩამიკეტეს, ვერ გადმოვედი, ჩემი შვილი ჩასვეს და გაუჩინარდნენ. როცა შვილს ვიცავდი, მეც მომხვდა ხელი. იარაღი არ შემიმჩნევია, ხელკეტებით იყვნენ. პოლიციისთვის არ მიმიმართავს, ვეძებდი ყველგან, მერე პოლიცია თვითონ მოვიდა ჩემთან. ქურდულ გარჩევებთან ჰქონდა თუ
არა რაიმე კავშირი, არ ვიცი. მას სახლში ისეთი არავინ მოყავდა. ბავშობაში ბაირამიდთან მეგობრობდა, მერე თუ რაიმე სახის დაპირისპირება ჰქონდა, ვერ გეტყვით. დამნაშავეები უნდა დაისაჯონ," - აცხადებს გივი ტყებუჩავა.

შეგახსენებთ, ფოთში 43 წლის ვაჟა ტყებუჩავა გუშინ მოკლეს. შსს-მ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც გამზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"


მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები