ვინ არის და რა საქმეებში ფიგურირებს დავით ჭაჭუა, რომლის ექსტრადირებაც გერმანიიდან საქართველოში განხორციელდება - კვირის პალიტრა

ვინ არის და რა საქმეებში ფიგურირებს დავით ჭაჭუა, რომლის ექსტრადირებაც გერმანიიდან საქართველოში განხორციელდება

გერმანიიდან სასჯელაღსრულების დეპატრამენტის ყოფილი უფროსის, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნაში მყოფი დავით ჭაკუას ექსტრადირება განხორციელდება. აღნიშნული "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაუდასტურეს. უწყებაში დეტალებთან დაკავშირებით არ საუბრობენ, თუმცა, აღნიშნავენ, რომ ამ საკითხზე კომენტარი მოგვიანებით გაკეთდება.

დავით ჭაკუა არაერთ გახმაურებულ საქმეში ფიგურანტი და მსჯავრდებულია. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი, მსჯავრდებულ ბაჩო ახალაიასთან, რეზო ჭარბაძესა და მეგის ქარდავასთან ერთად მსჯავრდებულია 2006 წლის 27 მარტს, თბილისში ციხის ბუნტის პროვოცირებაში, რასაც შვიდი პატიმრის სიცოცხლე შეეწირა. ამასთან, დავით ჭაკუა მსჯავრდებულია იუსტიციის ყოფილ მინისტრთან ზურაბ ადეიშვილთან ერთად, პატიმართა მიმართ დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ორგანიზებაში; სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში; სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციასა და მოწმეზე ძალადობაში.

დავით ჭაკუას ბაჩო ახალაიასთან ერთად ასევე ბრალი ედებოდა ბიზნესმენ ზვიად აბესაძისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთასა და ცემაში.

"ინტერპრესნიუსი"