"ვადასტურებ, იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია...ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა" - რას წერს ნინო გიორგობიანი - კვირის პალიტრა

"ვადასტურებ, იაკობ ბრეგვაძე ჩემი ნათესავია...ერთადერთია, რომელმაც პოლიცია გამოიძახა" - რას წერს ნინო გიორგობიანი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ნინო გიორგობიანი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეზე წერს. მისი ინფორმაციით, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე მისი ნათესავია და მისი ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ 22 ივნისს იაკობის დედისგან შეიტყო.

"პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს.

ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას.

იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი.

ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რისი გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი.

არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია!

დარწმუნებული ვარ გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს" - წერს გიორგობიანი.

იხილეთ ასევე:"მეორემ დიდი ქვა აიღო და წამოვიდა, რომ ჩემთვის დაერტყა" - რას ჰყვება 19 წლის ბიჭის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმე?

წყარო