გერმანიიდან ექსტრადირებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოში ჩამოიყვანეს - კვირის პალიტრა

გერმანიიდან ექსტრადირებული სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოში ჩამოიყვანეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დავით ჭაკუა საქართველოშია. თვითმფრინავი, რომელშიც გერმანიიდან ექსტრადირებული დავით ჭაკუა იმყოფება, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში ჩამოფრინდა. ადგილზე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები არიან მობილიზებული. ჭაკუას სპეციალურ დაწესებულებაში გადაიყვანენ.

დავით ჭაკუა საქართველოში, ბათუმის აეროპორტში სპეციალური რეისით 180 მგზავრთან ერთად ჩამოიყვანეს. ბათუმის აეროპორტში სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

"ინტერპრესნიუსი"