"არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ ჰქო­ნია... ჩემ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­მო­მის­ვე­ნეს ნიკა..."
"არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ ჰქო­ნია... ჩემ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­მო­მის­ვე­ნეს ნიკა..."
ფოტო:მოკლული ნიკოლოზ დავითაშვილი მეუღლესთან ერთად
2019 წლის ნო­ემ­ბერ­ში, კი­ევ­ში ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლი მოკ­ლეს. და­ვი­თაშ­ვილს ახ­ლობ­ლე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ეძებ­დნენ. რო­გორც მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, კი­ევ­ში საქ­მი­ა­ნი ვი­ზი­ტით მყო­ფი ბიზ­ნეს­მე­ნი, სას­ტუმ­რო­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ "ფოლკს­ვა­გე­ნის" მარ­კის ავ­ტო­მან­ქა­ნით გა­ი­ტა­ცეს...

ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის ქვრივს თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა კარ­გად იც­ნობს. ის ერთ-ერთი ძვე­ლი თა­ო­ბის მო­დე­ლია და მოკ­ლულ ბიზ­ნეს­მენ­თან 15-წლი­ა­ნი ოჯა­ხუ­რი თა­ნა­ცხოვ­რე­ბა და ორი შვი­ლი აკავ­ში­რებს. თიკა ამ­ბობს, რომ მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დე­გაც, საქ­მე ბუნ­დო­ვა­ნია და გა­მო­ძი­ე­ბა წინ არ მი­დის. უფრო მე­ტიც,
უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­გა­მო­ძი­ე­ბო უწყე­ბე­ბი დუ­მან და ბოლო დროს მის სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებ­საც აღარ პა­სუ­ხო­ბენ.

AMBEBI.GE თიკა სი­ხა­რუ­ლი­ძეს და­უ­კავ­შირ­და ბუნ­დო­ვა­ნი საქ­მის დე­ტა­ლებ­ზე სა­სა­უბ­როდ:

- რა ეტაპ­ზეა თქვე­ნი მე­უღ­ლის, ნი­კო­ლოზ და­ვი­თაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის გა­მო­ძი­ე­ბა?
- ამ ეტაპ­ზე არა­ფე­რი არ ხდე­ბა. მომ­ხდა­რი­დან ორი თვის შემ­დეგ, ორი უკ­რა­ი­ნე­ლი, რომ­ლებ­მაც ჩემი მე­უღ­ლის გვა­მი
გა­და­მა­ლეს და ჭაში ჩა­აგ­დეს, გი­რა­ო­თი გა­უშ­ვა უკ­რა­ი­ნის სა­სა­მარ­თლომ. თი­თო­ე­ულ­მა 7 ათა­სი დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­და, ესეც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ი­დან გა­ვი­გე. სო­ფელ ბე­ლა­ცერ­კო­ვი­დან არი­ან ისი­ნი, გა­მო­რი­ცხუ­ლია ამ­დე­ნი ფული ჰქო­ნო­დათ.

რო­დე­საც და­ვუ­რე­კე საქ­მის გა­მომ­ძი­ე­ბელს თა­ვი­დან უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, იცი­ნო­და, მა­გათ გა­რეთ ვინ გა­უშ­ვებ­დაო. თუმ­ცა, მას შემ­დეგ რაც სა­იტს მივ­წე­რე, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია გა­მოქ­ვეყ­ნდა, მათ გა­მო­მიგ­ზავ­ნეს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო, სა­ი­და­ნაც ცხა­დი იყო, რომ გა­უშ­ვეს და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი. გა­მომ­ძი­ე­ბელს ისევ და­ვუ­რე­კე და მი­თხრა, რა ვქნა, ჩვენ­თან ასე­თი კა­ნო­ნე­ბია და ეს ფული ნა­თე­სა­ვებ­მა გა­და­უ­ხა­დე­სო.

შემ­დეგ ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვე სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­პო­ვე და თე­ბერ­ვალ­ში ცი­ხი­დან გაშ­ვე­ბუ­ლი, მარ­ტის და­სა­წყის­ში სელ­ფებს აქ­ვეყ­ნებ­და, მშვე­ნი­ერ ხა­სი­ათ­ზე იყო. რაც შე­ე­ხე­ბა მე­სა­მე ბრალ­დე­ბულს, ჩე­ჩე­ნი ეროვ­ნე­ბის მა­მა­კაცს, გვა­რად გა­კა­ევს, თით­ქოს­და მი­მალ­ვა­შია და ვერ პო­უ­ლო­ბენ.

- უკ­რა­ი­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მი­მართ გაქვთ ნდო­ბა?
- იქ ისე­თი ჭა­ო­ბია, რომ ვერ წარ­მო­იდ­გენთ. მე არ ჩავ­სულ­ვარ უკ­რა­ი­ნა­ში, რად­გან პირ­ველ ეტაპ­ზე სა­შიშ­რო­ე­ბა იყო, შემ­დეგ პან­დე­მია და­ერ­თო. ჩვე­ნე­ბიც ვერ ერე­ვი­ან, რად­გან და­ნა­შა­უ­ლი უკ­რა­ი­ნა­შია მომ­ხდა­რი. ძა­ლი­ან გული დამ­წყდა შა­ქა­რაშ­ვი­ლის საქ­მე­ზე, იგი­ვე მაქვს გა­მოვ­ლი­ლი, მაგ­რამ ხომ შე­იძ­ლე­ბო­და ჩემს მე­უღ­ლე­ზეც იგი­ვე გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, ჟურ­ნა­ლის­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი­ყო, ახალ­გაზ­რდა, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი მოკ­ლეს და არა­ვინ და­ინ­ტე­რეს­და...

ნი­კას ტე­ლე­ფო­ნე­ბი დამ­ტვრე­უ­ლია და რა თქმა უნდა, ინ­ფორ­მა­ცი­აც წაშ­ლი­ლი იქ­ნე­ბა. სა­ა­თი მო­პა­რუ­ლია, ჯვა­რი და­კარ­გუ­ლი, მან­ტო, რო­მე­ლიც ეცვა, არ დევს საქ­მე­ში. 27 ნო­ემ­ბერს რო­დე­საც ნიკა არ გა­მოჩ­ნდა, და­ვი­წყე ძებ­ნა და მხო­ლოდ პირ­ველ დე­კემ­ბერს იპო­ვეს ცხე­და­რი. უკ­რა­ი­ნუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლიც იყო ნა­ქი­რა­ვე­ბი, თუმ­ცა იქამ­დე ვერ მი­ვიდ­ნენ და შემ­დეგ ორ უკ­რა­ი­ნელს და­ა­ვა­ლეს გვა­მის გა­და­მალ­ვა.

ზუს­ტად არც ვი­ცით, რო­გორ მოკ­ლეს ნიკა - მან­ქა­ნა­ში ეს­რო­ლეს თუ რა მოხ­და. ამ საქ­მის შე­სა­ხებ ყვე­ლამ იცის უკ­რა­ი­ნა­ში, ზე­ლენ­სკიმ­დეა მი­სუ­ლი, მაგ­რამ რა?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის მი­მარ­თეთ გა­მო­ძი­ე­ბა­ში და­სახ­მა­რებ­ლად?
- ყვე­ლამ იცის და ყვე­ლა ჩარ­თუ­ლია. ვიცი, რომ გი­ორ­გი გა­ხა­რი­აც იყო საქ­მის კურ­სში ნი­კას ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში. სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი ისე იყო და­გეგ­მი­ლი, რომ გვა­მი არ უნდა გვე­პო­ვა. რო­დე­საც და­კარ­გუ­ლის მო­სა­ძებ­ნად ნი­კას ძმა და მა­მი­დაშ­ვი­ლი ჩა­ვიდ­ნენ უკ­რა­ი­ნა­ში, ისე­თი ამ­ბე­ბი მო­უ­წყო უკ­რა­ი­ნელ­მა მხა­რემ, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მო­ა­ძე­ვეს, ამ­ბობ­დნენ, ჩეჩ­ნე­ბი გა­რეთ და­დი­ან და შე­იძ­ლე­ბა ესე­ნიც ჩა­ცხრი­ლო­ნო.

პირ­ველ დე­კემ­ბერს, გამ­თე­ნი­ი­სას ჩა­ვიდ­ნენ ჩვე­ნე­ბი, "ცეპი" უნდა ამო­ეც­ნოთ, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლი ჩე­ჩე­ნის ჯი­ბე­ში იპო­ვეს. რო­დე­საც ჩა­ვიდ­ნენ, სას­ტუმ­რო­ში მი­ვი­და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი და უთხრა, რომ ნიკა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. შემ­დეგ ნი­კას მე­გო­ბა­რი ჩა­ვი­და და ოთხ დე­კემ­ბერს, ჩემ და­ბა­დე­ბის დღე­ზე ჩა­მო­მის­ვე­ნეს ნიკა...

- რა­ი­მე სა­შიშ­რო­ე­ბას თუ გრძნობ­და ბოლო პე­რი­ოდ­ში?
- არა­ნა­ი­რი წი­ნას­წა­რი გრძნო­ბა არ ჰქო­ნია. 15 წელი ვი­ყა­ვი მისი მე­უღ­ლე, ხში­რად და­დი­ო­და ბიზ­ნე­სის გამო უკ­რა­ი­ნა­ში. ნიკა იყო ისე­თი პი­როვ­ნე­ბა, რომ ერთი წა­მი­თაც რომ და­ეშ­ვა მსგავ­სი რამე, სას­ტუმ­რო­და­ნაც არ გა­ვი­დო­და.

მე დღეს ძა­ლი­ან ცუდ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვარ და ყვე­ლა­ზე ვფიქ­რობ. ორი მი­ზე­ზით იშო­რე­ბენ ადა­მი­ა­ნებს - პი­რა­დი თემა ან ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი. ნი­კას შემ­თხვე­ვა­ში პი­რა­დი გა­მო­ი­რი­ცხა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ჭორი იყო. ათას სი­სუ­ლე­ლეს ამ­ბობ­დნენ, ვი­თომ ქა­ლის თემა იყო, ასე­ვე "შავი სამ­ყა­როც" ახ­სე­ნეს. არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა და კავ­ში­რი არ ჰქონ­და შავ სამ­ყა­როს­თან. ქა­ლის თემა სა­ერ­თოდ გა­მო­რი­ცხუ­ლია.

აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ერ­თოს გა­მო­ძი­ე­ბის საქ­მე­ში ქარ­თუ­ლი მხა­რე, რად­გან ნიკა იყო სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე და მე მარ­ტო ქალი ამას ვერ შევ­ძლებ, გვერ­დით თუ არ და­მიდ­გნენ. გაგრძელება


კოკი
04 ივლისი 2020 11:46
ჩვენი მართლმსაჯულება არ მოგვწონს და უკრაინაში ხომ საერთოდ განუკითხაობაა. სადამდე მიიყვანეს ქვეყანა ბრმა პატრიოტიზმით. ჩვენი 90-იანი წლების მდგომარეობაში არიან და როდის გამოვლენ, ღმერთმა იცის.პოროშენკო და მთლიანი უკრაინა ჯობდა, თუ ახლა რა დღეშიც არიან?

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები