ხობის მუნიციპალიტეტში ავტომანქანის დაჯახების შედეგად 15 წლის ბავშვი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ხობის მუნიციპალიტეტში ავტომანქანის დაჯახების შედეგად 15 წლის ბავშვი დაიღუპა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონში ქვეითად მოსიარულე 15 წლის ბავშვს ავტომანქანა დაეჯახა. მოზარდი ადგილზევე დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ბიჭი ქუჩაზე გადასვლას ცდილობდა.

15 წლის ბავშვის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე- 6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

"ინტერპრესნიუსი"