"იმდენი ახალგაზრდა მონაწილეობდა, გამოჩნდებოდა ვიღაცის მფარველი, ვიღაცის მამა, ვიღაცის ბიძაშვილი" - რას ამბობს უგულავა შაქარაშვილის საქმეზე?
04-07-2020
"იმდენი ახალგაზრდა მონაწილეობდა, გამოჩნდებოდა ვიღაცის მფარველი, ვიღაცის მამა, ვიღაცის ბიძაშვილი" - რას ამბობს უგულავა შაქარაშვილის საქმეზე?
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებით, გიორგი შაქარაშვილის ტრაგიკულ საქმეთანდაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს და ხელისუფლების პირდაპირი ინტერესი უნდა იყოს რომ გაფანტოს ბუნდოვანება.

უგულავას განმარტებით, კიდევ ერთ ასეთ ტრაგედიას საზოგადოება აღარ მიიღებს და ამაზე ექნება ძალიან მწვავე რეაქცია.

"ამ ტრაგიკულ ამბავთან დაკავშირებით ბევრი კითხვა არსებობს დრო ცოტაა გასული, მაგრამ კითხვები სულ უფრო და უფრო მატულობს. თავისთავად ცხადი იყო, რომ იმდენი ახალგაზრდა მონაწილეობდა, გამოჩნდებოდა ვიღაცის მფარველი, ვიღაცის მამა, ვიღაცის დედა, ვიღაცის
ბიძაშვილი, როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, ამიტომ მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს გამოძიება და ყველა კითხვას გაეცეს პასუხი. დღესდღეობით ჩანს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით ბევრი ბუნდოვანება არის და ეს პირდაპირ უნდა იყოს ხელისუფლების ინტერესში, რომ გაფანტოს კითხვები იმიტომ, რომ კიდევ ერთ ასეთ ტრაგედიას,რომელიც თავის მხრივ, დაუსჯელობის
სინდრომიდან გამომდინარეობს და მის მანიპულაციას გამოძიების მხრიდან, რისი გამოცდილებაც, სამწუხაროდ, გვაქვს, საზოგადოება უკვე აღარ მიიღებს და ამაზე იქნება ძალიან მწვავე რეაქცია,"- განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს. პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით".

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები