გარდაცვლილი ჩვილის დედა სამართალდამცველებმა გამოკითხეს - კვირის პალიტრა

გარდაცვლილი ჩვილის დედა სამართალდამცველებმა გამოკითხეს

კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ნაპოვნი გარდაცვლილი ჩვილის დედა სამართალდამცველებმა გამოკითხეს. მომხდარ ფაქტზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და დანიშნულია ექსპერტიზა.

არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ქალმა სახლში იმშობიარა და შემდეგ ახალშობილი საპირფარეშოში ჩააგდო. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 112-ე მუხლით დაიწყო, რაც დედის მიერ ახალშობილის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

იხილეთ ასევე: "არავინ იცოდა რომ ორსულად იყო, არც ქმარმა... არ აღიარებდა, რომ იმშობიარა" - რას ამბობენ 24 წლის ქალზე, რომელმაც ჩვილი საპირფარეშოში ჩააგდო

"ინტერპრესნიუსი"