მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

მცხეთის პოლიციაში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს

მცხეთის პოლიციაში 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის ერთ-ერთი მოწმის, ანა გაბეჩავას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც გაბეჩავას ადვოკატმა ლიკა ბითაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ანა გაბეჩავას მიმართ ბულინგი ხორციელდება და საგამოძიებო უწყებაში სწორედ ამის გამო მივიდნენ.

"მის განცხადებასთან დაკავშირებით, მისი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით ვართ გამოკითხვაზე მოსული. ხორციელდება მასზე ბულინგი", - განაცხადა ადვოკატმა.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილი გარდაცვალებამდე მცხეთაში აგარაკზე სწორედ ანა გაბეჩავას დაბადების დღის წვეულებაზე იმყოფებოდა. 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

"ინტერპრესნიუსი"