"ცოლს გვიან ღამით საწოლში ესროლა... სამი შვილი ჰყავთ" - რას ჰყვებიან მეზობლები სურამში მომხდარ ტრაგედიაზე? - კვირის პალიტრა

"ცოლს გვიან ღამით საწოლში ესროლა... სამი შვილი ჰყავთ" - რას ჰყვებიან მეზობლები სურამში მომხდარ ტრაგედიაზე?

მეზობლები სურამში, ქმრის მიერ ცოლის მკვლელობასთან დაკავშირებით დეტალებზე საუბრობენ. როგორც ადგილობრივები "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აცხადებენ, ახალგაზრდა მამაკაცს გარვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და "სიმთვრალეში რაღაცები ეჩვენებოდა".

მათივე ინფორმაციით, 35 წლამდე მამაკაცმა ცოლს გვიან ღამით, 03:00 საათისთვის, საწოლში ესროლა.

როგორც მეზობლები ყვებიან, "ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლის ხმა გაიგეს".

მათივე თქმით, ცოლ-ქმარს კარგი ურთიერთობა ჰქონდა, თუმცა მამაკაცი "ალკოჰოლს ხშირად სვამდა".

"მათ სამი შვილი ჰყავთ, თუმცა მკვლელობის დროს ბავშვები სახლში არ იყვნენ", - აცხადებენ მეზობლები.

შეგახსენებთ, რომ სურამში ქმარმა ცოლი წუხელ მოკლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით დაიწყო, დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის მიმართ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"