"ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ძიუდოისტის ადვოკატი? - კვირის პალიტრა

"ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და კვალის დაფარვას შეეცადა" - რას ამბობს შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ძიუდოისტის ადვოკატი?

ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას, - ამის შესახებ ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული "მერსედესის" მძღოლის, ძიუდოისტ გიორგი ტატიაშვილის ადვოკატმა გიორგი ყიფშიძემ განაცხადა.

იგი ასევე საუბრობს ნაპოვ ჩანთაზე, რომელიც საქმეში ფიგურირებს.

"ცალსახად ვფიქრობ, რომ რეალურად იქ მივიდა მესამე მანქანა და შეეცადა კვალის დაფარვას. ცალსახად ამ საქმეში რაღაც განსაკუთრებული, სპეციალური ჯგუფის არსებობას გამოვრიცხავ. ჩემი შეხედულებით ვფიქრობ, რომ ეს ადამიანები არიან ვინც ზოგადად დაეხმარნენ დანაშაულში მონაწილეებს, კვალი დაეფარათ, მაგრამ მე აქ იმ კუთხით არ ვგულისხმობ, რომ ესენი იყვნენ დავუშვათ, სამართალდამცავები, ან ვინმე მსგავსი. მე ამ ეტაპზე ამას საერთოდ გამოვრიცხავ. ცალსახად ჩანთის დადების ნაწილთანაც ვაკავშირებ ამ კვალის დაფარვას, რადგან თუ ეს ჩანთა ზოგადად დადებულია და მე ვფიქრობ, რომ დადებულია, ეს აშკარად არის გაკეთებული უნიჭოდ, რადგან ჩვენ თუ ვამჩნევთ იმას, რომ ეს კითხვისნიშნები არის, შესასბამისად, აშკარად არაპროფესიონალის ნამუშევარია ეს, თუ მართლა ნამუშევარია", - განაცხადა გიორგი ყიფშიძემ "მთავარის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულია 17 პირი, მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვთ შეფარდებული.

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდოს" - რა გადაიღო ფოტოგრაფმა საბედისწერო ღამეს?!

"ინტერპრესნიუსი"