"გი­ორ­გის დე­დამ და­მი­რე­კა ტი­რი­ლით, მე­ო­რედ მო­მიკ­ლეს შვი­ლიო" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე? - კვირის პალიტრა

"გი­ორ­გის დე­დამ და­მი­რე­კა ტი­რი­ლით, მე­ო­რედ მო­მიკ­ლეს შვი­ლიო" - რას ამბობს გიორგი შაქარაშვილის ბიძა გავრცელებულ ინფორმაციაზე?

19 წლის გადაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა ცხედრის ექსპერტიზის შედეგებთან დაკავშირებით მედიაში დღეს გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. როგორც მირიან ნიკოლაძე AMBEBI.GE-სთან აცხადებს, შაქარაშვილს არანაირი მოტეხილობა არ აღენიშნებოდა და ის დაზიანებები, რაც ამჟამად ექსპერტიზის მიერ არის აღწერილი, რაიმეს მტკიცების საფუძველს არ იძლევა.

"დღეს რა სიუჟეტიც გავიდა ტელევიზიებით, იყო სრული სიცრუე. საიდან მოაქვთ, ან საიდან იგონებენ?! როგორც ვასკვნი, ბავშვის გარდაცვალებაზე მეტად, სკანდალები და რეიტინგები აღელვებთ. მე არ მინახავს ეს სიუჟეტი. გიორგის დედამ დამირეკა ტირილით, მეორედ მომიკლეს შვილიო. ყოველდღე უყურებს ეს გოგო მისი შვილის შესახებ გადაცემებს და გული უსკდება. ნამუსი არ აქვთ მაგათ, არც შვილი აინტერესებთ და არც დედა. ორი სასწრაფო უდგას დღეში დედამისს სახლთან.

საიდან მოიტანეს, რომ მოტეხილობები ჰქონდა?! არანაირი მოტეხილობა არ ჰქონდა გიორგის. მას რაც დაზიანებები ჰქოდა, ისინი სიცოცხლისთვის საშიში არ იყო ამჟამინდელი მოცემულობით. კიდევ ყურთან დაკავშირებით რომ გავრცელდა ინფრმაცია, თითქოს მოცლილი ჰქონდა, ესეც სიცრუეა. ექსპერტმა ბევრჯერ თქვა გარკვევით, რომ ეს დაზიანებები არ იძლევა რამეს მტკიცების საფუძველს ამ ეტაპზე. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "არ გამოვრიცხავ, რომ დაპატიმრებულთა რიცხვი გაიზარდოს" - რა გადაიღო ფოტოგრაფმა საბედისწერო ღამეს?!