"ცოლზე აბოდებდა, ისე უყვარდა... არ ვიცი, ასეთი რა მოხდა, რომ მძინარე გოგო საწოლში მოკლა"
06-07-2020
"ცოლზე აბოდებდა, ისე უყვარდა... არ ვიცი, ასეთი რა მოხდა, რომ მძინარე გოგო საწოლში მოკლა"
სურამში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. 34 წლის ი. ქ.-მ გვიან ღამით მძინარე მეუღლე, 31 წლის თ. რ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. სამართალდმცავებმა განზრახ მკვლელობის ბრალდებით დამნაშავე დააკავეს და უწყების ინფორმაციით, დაკავებულს 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. როგორც შს სამინისტროში განმარტავენ, ამ ტრაგედიამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მეუღლეებს შორის შესაძლო კონფლიქტის თაობაზე განცხადება ან შეტყობინება არ ფიქსირდება. შესაბამისად, მათ შორის შემაკავებელი ორდერი გამოცემული არ ყოფილა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ვ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

მომხდარით შეძრულები არიან მეზობლები, ნაწილი იმასაც ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცს ადრე ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და
მკურნალობდა კიდეც. როგორც ამბობენ, ამ ტრაგედიის მიზეზი სიმთვრალით გამოწვეული ჰალუცინაციები იყო. მეზობელი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მომხდარის შესახებ ჰყვება:

- ძალიან შემძრა ამ ამბავმა. მძინარე საწოლში მოუკლავს. ვერ ვხვდები რა შეიძლება ვთქვა ასეთ დროს. ერთადერთი მიზეზი ჩემი აზრით, სიმთვრალე იყო. სვამდა და ამის გამო "ზაპოი" ჰქონდა, 4 დღეა დალევას თავი დაანება და ეტყობა ტვინი გადაეკეტა, რაღაც მოხდა მის თავში და ეს საშინელება დაატრიალა. ადრეც ჰქონდა სიმთვრალის გამო პრობლემები, მაგრამ ცოლზე რომ ძალადობდა, ეს არასოდეს გამიგია. ახლა რა მოელანდა და რა შეუჩნდა, არ ვიცი. წარმოუდგენელი რამ მოხდა, მძინარე გოგო საწოლში მოკლა. 3 შვილი ყავთ, 2 ბიჭი და ერთი გოგო, უფროსი ბიჭი 14 წლის იქნება, 2006 წელს დაოჯახდნენ, სიყვარულით შეიქმნა მათი ოჯახი. ცოლ-ქმარი შვილებთან ერთად მარტო ცხოვრობდა, ბიჭის დედა ამერიკაში ცხოვრობს და საკმაოდ მყარად იყვნენ ფინანსურადაც.

ეტყობა სიმთვრალის გამო მოეჩვენა რაღაცეები და ეჭვიანობა დაეწყო. აბოდებდა ცოლზე, ისე უყვარდა. ბოლო დროს ხშირად სვამდა, 4-5 წელია სისტემატურად სვამს. ერთადერთი უთანხმოება, რაც შეიძლება მათ ჰქონოდათ, რომ კაცს არ დაელია. სხვა პრობლემა მათ არ ექნებოდათ.

როგორც ვიცი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, მერე ჩაბარდა თურმე პოლიციას, თვითონ მისულა პოლიციაში და განუცხადებია ეჭვიანობის გამო მოვკალიო. არადა საეჭვიანო არაფერი ჰქონდა, უბრალოდ სასმელმა დაანგრია ამ ბიჭის ფსიქიკა. ვიცი, რომ 4 დღეა სასმელი არ დაულევია. ბავშვობიდან იცნობდნენ ერთმანეთს, მაგრამ სკოლის შემდეგ გამოუტყდნენ ერთმანეთს სიყვარულში და 14 წელია ერთად ცხოვრობენ. ამ წლების განმავლობაში მათ შორის კონფლიქტზე არაფერი გამიგია. როგორც ვიცი, იარაღი სახლში შენახვის უფლებით ჰქონდა გაფორმებული.

- ამბობენ, დამნაშავეს ფსიქიკური პრობლემა ჰქონდაო...
- ადრე ფსიქიკური პრობლემებიც ჰქონდა, მაგრამ მაშინ კარგად იმკურნალა და იმდენად კარგად იყო ვერ ვცნობდით. მერე დალევას უმატა და ახლა ეს საშინელება დაატრიალა. ულამაზესი ოჯახი იყო. ანგელოზივით გოგო აღარ არის ცოცხალი, შვილები კარგები ჰყავთ, მოგზაურობა უყვარდათ და ევროპაში დადიოდნენ ხშირად. საქმეზე გამოძიება გრძელდება, ვნახოთ რა გაირკვევა.

(სპციალურად საიტისთვის)

გივიკო
07 ივლისი 2020 17:15
დედები ამერიკაში. შვილები მიტოვებული და აიშვეს, რა ჯანდაბად უნდათ ასეთი ფულები
სინსილიო!
07 ივლისი 2020 02:36
ძალიან მაგრად ჰყვარებია. მე რომ მეკითხებით, თითონ ჰკითხეთ, რისთვის მოკლა. დღევანდელი ტექნოლოგიები ხომ არ არის დამნაშავე, რომ ვერსად, ვერავის, ვერაფერს დაუმალავ. ძლიერმა სიყვარულმა ასე იცის.
ლია
06 ივლისი 2020 22:23
ვაიმე მთელი საქართელოს მამაკაცები გალოთდნენ და მერე მეუღლეებს კლავენ.

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, 17 წლის ჩათვლით ყველა ბავშვისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი დახმარების შესახებ?
თვის კითხვადი სტატიები