"ახლა დგება ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში?
"ახლა დგება ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი" - რას წერს გიორგი შაქარაშვილის ბიძა სოციალურ ქსელში?
19 წლის გარდაცვლილი ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ბიძა, მირიან ნიკოლაძე სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს:

"გიორგის გარდაცვალებიდან გავიდა 19 დღე, რომელმაც შეცვალა ჩვენი ცხოვრება ბევრი თვალსაზრისით. პირველყოვლისა, გიორგიმ თავის რამდენიმეღიანი არყოფნით უფრო მეტად გაგვზარდა სულიერად და მორალურად, ვიდრე ჩვენი ცხოვრების განვლილმა ათწლეულებმა.
ყველაზე მთავარი, რაც გიორგის არყოფნამ გვასწავლა არის ის, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სამართლიანობის განცდაზე დიდ მტერი არ ჰყავს და იგივე ნაწილი საზოგადოებისა შემდგომ მთელი სერიოზულობით მსჯელობს "ძალადობის აღმოფხვრაზე".
შესაბამისად, კიდევ
ერთხელ დარწმუნდა ოჯახი მის მიერ არჩეული გზის სისწორეში, რომლითაც არ მისცა საშულება ათასი ჯურის ავანტიურისტს ბავშვის გარდაცვალება გადაექცია პოლიტიკურ სკანდალად და სანახაობად.

რაც შეეხება სამართლებრივ და ფაქტობრივ ვითარებას, მიუხედავად იმისა, რომ ყოველდღიურად ვიღაც ცდილობს ახალი "სკანდალის" იმიტაციას, მიუხედავად იმისა, რომ დაბალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანთა ჯგუფები
აწარმოებენ კარიკატურულ გამოძიებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ არასერიოზულობას ჰყავს მაყურებელიც და დამჯერებილიც, ამით არაფერი იცვლება. ვართ იმ წერტილში, სადაც ვართ და გვაქვს ის პესრსპექტივა, რომელსაც გარდაცვალების დღიდან ვაფიქსირებთ.

ახლა დგება ყველაზე საპასუხისმგებლო, ყველაზე მძიმე და ოჯახისთვის ყველაზე დამთრგუნველი ეტაპი, როცა უნდა გავიგოთ სიმართლე-რატომ მოგვიკლეს ახალგაზრდა, უდანაშაულო შვილი. ათასჯერ ვთქვი და კვლავაც გიმეორებ, რომ სასამართლო-სამედიცინო და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები არის ამ საქმის გასაღები და ამას ჩვენ ძალიან მალე ვნახავთ. თუ ექსპერტიზებით დადგინდა გიორგის მიმართ განხორციელბული ძალადობა და განზრახ მკვლელობა, მერე დამნაშავეების დანდობა აღარ იქნება!

ვთხოვ ყველას, თქვენი ძალისხმევა მოგვაშველოთ სიმართლის დადგენაში და არა სკანდალების გამოგონებაში (უკვე მეორედ მირეკავს გიორგის ატირებული დედა და მეკითხება: "რა დავუშავეთ ამ ხალხს, რატომ გვკლავენ ასე დაუნდობლად თავისი უპასუხისმგელობის გამოვო", რა ვუპასუხო?!), მივმართავ დაკავებული და დაზარალებული პირების იმ ნაწილს, რომელთაც გიორგისთან ჰქონდათ ბოლო შემხებლობა-გამოიყენეთ ბოლო შანსი და თქვით სიმართლე, მეტი შანსი აღარ იქნება!
უღრმესი მადლობა ყველა ჟურნალისტს, სამართალდამცავს, მეგობარს, ნაცნობს და უბრალოდ გულშემატკივარს, რომელთა თანადგომა გვასულდგმულებს დღემდე, არ იდარდოთ ჩემს გამო, მე სიმართლის გარდა არასოდეს არაფერი არ მაინტერესებს!", - წერს მირიან ნიკოლაძე "ფეისბუკში". (წყარო)

მანანა
08 ივლისი 2020 02:11
ღმერთმა გამძლეობა და მოთმინება მოგცეთ ამ უდიდესი დანაკლისის გადატანისთვის, თქვენთან ერთად განვიცდით ამ უბედურებას და მე პირადად შიში მიპყრობს, ვფიქრობ და პასუხს ვერ ვპოულობ, რატომ უნდა გაიმეტო პატარა შენი ასაკის ბავშვი სასიკვდილოთ,რატომ არიან ბავშვები გაბოროტებულები და ასეთი აგრესიულები, ამას ვწერ ბებია რომელსაც ყავს 4ბიჭი და 3 გოგონა შვილიშვილები, რატომ უნდა მეშინოდეს დილის გათენების და ვნატრულობდე სიკვდილს იმის გამო რომ ვიღაც უღირსმა მეც არ გამამწაროს. დამნაშავე დაისაჯოს მკაცრად, თუმცა ის დასჯილია მთელი ცხოვრება ჩადენილი ცოდვის გამო.
ფატი
07 ივლისი 2020 21:55
აღარასოდეს საქრთველოში გამოძიება აღარ იქნება. აღარაფერს ვამბობ მის კომპეტენტუროვაზე. ეს არის წმინდა წყლის მასკარადი. ამ საცოდავი ბავშვის" ხარჯზე" გამოძიებას წმინდა" სათავგადასავლო" სახე მიეცა.. ბრალი ამ ანგელოზს და მის ოჯახს გაძლება მიცეს ღმერთმა. ამ ამბავს არასოდეს წერტილი არ დაესმება. იმიტომ რომ ვიღაც ვიღაცეებს ეს არ აწყობთ. სირცხვილი!!!! რომ გამოძიება სანახაობად აქციეს. ამის მერე ღირს კია საქმის გახსნა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
აპირებთ თუ არა საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას?
თვის კითხვადი სტატიები